როგორ განვდევნოთ კოფეინი ჩვენი ორგანიზმიდან
მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ გამოავლენთ კოფეინის დოზის გადაჭარბების სიმპტომებს. კოფეინის დოზის გადაჭარბება არის სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას. თუ გაწუხებთ ღებინება, გაქვთ ჰალუცინაციები ან გულმკერდის არეში ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. კოფეინის დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომებია: დაბნეულობა, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, კრუნჩხვები და კუნთების უკონტროლო მოძრაობები.
დალიეთ იმდენი წყალი, რომ შარდი ღია ყვითელი იყოს. ძალიან ბევრი კოფეინის გამო მღელვარების შეგრძნება შეიძლება შემცირდეს იმით, რომ არ მისცეთ თავს დეჰიდრატაციის უფლება. დეჰიდრატაცია კოფეინს უფრო ძლიერს ხდის. ყოველ ფინჯან ყავას დაამატეთ ჭიქა წყალიც. წყალი სულაც არ დაგეხმარებათ ორგანიზმიდან კოფეინის გამოდევნაში, მაგრამ ჰიდრატაციის საშუალებით გაადვილდება გვერდით ეფექტებთან გამკლავება.
ივარჯიშეთ, რათა დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს კოფეინის უფრო სწრაფ მეტაბოლიზებაში. იარეთ ჩქარი სიარულით ან სირბილით, ან აირჩიეთ სხვა ვარჯიში, რომელიც მოგწონთ. ვარჯიშის მეშვეობით თქვენ შეძლებთ შფოთვისგან გათავისუფლებას.
მოერიდეთ საკვებს, რომელიც მდიდარია ბოჭკოებით. დიდი რაოდენობით ბოჭკოვანი საკვების მიღებამ შეიძლება მკვეთრად შეანელოს კოფეინის შეწოვის სიჩქარე თქვენს ორგანიზმში. მოერიდეთ მთლიანი მარცვლეულის ან დიდი რაოდენობით ხილის ჭამას, სანამ ელოდებით როდის განდევნით ორგანიზმიდან კოფეინს.
მიირთვით ბოსტნეული, რათა დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს კოფეინისგან გაწმენდაში. ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო - კარგი ვარიანტია თქვენი მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად. ის ხელს უწყობს მოკლე დროში ორგანიზმის კოფეინისგან გაწმენდას.
თუ ეს შესაძლებელია, დაიძინეთ 20 წუთი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არაინტუიციურად ჟღერდეს, კოფეინის მოხმარების შემდეგ მოკლე ძილი თქვენს სხეულს დაეხმარება უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს მას. მოკლეხნიანი ძილის შემდეგ გაიღვიძებთ უფრო განახლებული ძალებით. დარწმუნდით, რომ დაიძინეთ გრილ, ბნელ ადგილას ნათელი ეკრანებისგან მოშორებით.
დაელოდეთ, თუ დრო გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინდივიდზეა დამოკიდებული, 1 ფინჯან ყავას ჩვეულებრივ 3-5 საათი სჭირდება, რომ კოფეინის ნახევარი თქვენი ორგანიზმიდან განიდევნოს. ივარჯიშეთ ნელა, მშვიდად ისუნთქეთ და გახსოვდეთ, რომ მალე თავს უკეთესად იგრძნობთ. მედიტაცია ასევე კარგი ვარიანტია. ის დაეხმარება თქვენს გონებას და სხეულს მოდუნებაში, სანამ გრძნობთ დაძაბულობას.
წყარო: wikihow.com