როგორ დავშორდეთ შეყვარებულს ნაკლები გულისტკენის გარეშე - rogor.ge

როგორ დავშორდეთ შეყვარებულს ნაკლები გულისტკენის გარეშე

არ შეატყობინოთ დაშორება მესიჯის საშუალებით. ეს უპატივცემულობაა და მან შეიძლება იგრძნოს, რომ თავს არიდებთ. ამიტომ აუცილებლად გააკეთეთ ეს პირადად. თქვენ შეიძლება ვერ აცნობიერებდეთ ამას, მაგრამ პირადად ურთიერთობის დასრულებას გარკვეული სარგებელიც მოაქვს. პირველ რიგში, ეს ორივე ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ისაუბროს და დაფიქრდეს სიტუაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება უფრო რთული იქნება, ეს, სავარაუდოდ, ნაკლებ დრამას გამოიწვევს, რაც კარგია.

1-1660303238.png

ნუ დაადანაშაულებთ მხოლოდ სხვა ადამიანს დაშორების გამო. იმისათვის, რომ იყოთ სამართლიანი და მეორე ადამიანს არ აგრძნობინოთ, რომ მან უფრო მეტი დააშავა და ამან განაპირობა ურთიერთობის დასრულება, აუცილებლად ახსენეთ ის, რაც შეგეძლოთ შეგეცვალათ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. თუ თქვენი შეყვარებული გღალატობთ, იყენებს ნარკოტიკებს, მანიპულირებს ან უპატივცემულოდ გექცევათ, შეგიძლიათ პირდაპირ მის საქციელს დააბრალოთ. უმეტეს შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს კამათი, ამიტომ მოემზადეთ. კარგი ის არის, რომ თქვენ გულწრფელი ხართ როგორც საკუთარ თავთან, ასევე მის მიმართ, თუ რატომ არ იმუშავა ამ ურთიერთობამ და ორივეს გაქვთ უკეთესი შანსები, რომ მოგვიანებით იპოვოთ ბედნიერი სიყვარული.

2-1660303249.png

შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ გულისტკივილი. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ზიანს აყენებს ადამიანს. თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ გულისტკივილის შემცირებას რამდენიმე გზით: ნუ იქნებით შორს. მაშინაც კი, თუ ნამდვილად არ გაქვთ ამის სურვილი, შესთავაზეთ ჩახუტება, გამოხატეთ სიყვარული და პატივისცემა, თუ ხედავთ, რომ მას ეს სჭირდება. იპოვეთ შესაფერისი დრო დაშორებისთვის. ცხადია, იდეალური დრო არასოდეს არსებობს, მაგრამ დღესასწაულამდე, გამოცდამდე ან შვებულებამდე ცუდი პერიოდია ამისთვის.

3-1660303263.png

მოემზადეთ მთელი რიგი ემოციებისთვის. როდესაც საბოლოოდ დაშორდებით, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. ეს შეიძლება იყოს სევდა, ბრაზი ან თუნდაც ემოციის ნაკლებობა. კარგია, რომ განიცადოთ ყველა ეს ემოცია დაშორების დროს. თუ გსურთ ემოციების გამოხატვა, არ შეიკავოთ თავი. მაგრამ თუ არ მოდის ეს ემოციები, ნუ აიძულებთ თავს ძალით გამოხატოთ.

4-1660303277.png

აუხსენით ყველაფერი სათანადოდ. თუ თქვენ არ გაქვთ სათანადო მიზეზი იმისთვის, თუ რატომ აღარ ხართ დაინტერესებული ურთიერთობით, დაფიქრდით. ისაუბრეთ მეგობართან. აჩვენეთ მას, რომ თქვენ დაფიქრდით და გაქვთ რამდენიმე ფაქტი ამის დასადასტურებლად. დაშორების მიზეზების ახსნისას ნუ ისაუბრებთ სხვა ურთიერთობებზე. თქვენი ურთიერთობა თქვენია და ურთიერთობის გასაწყვეტად არ უნდა ადარებდეთ სხვა ურთიერთობას. არ გაიქცეთ როგორც კი იტყვით დაშორების შესახებ, დარჩით მასთან, სანამ ის გაიაზრებს ამ ინფორმაციას, უპასუხეთ ნებისმიერ შემდგომ კითხვას, რაც შეიძლება ჰქონდეს.

5-1660303288.png

წყარო: wikihow.com