როგორ მოვიშოროთ ცხიმი თეძოებიდან 5 ვარჯიშით - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ ცხიმი თეძოებიდან 5 ვარჯიშით

გამართულად დადექით, ხელები ტანის გასწვრივ. მარჯვენა ფეხი მოხარეთ წინ, მარცხენა - უკან დაჭიმეთ, ამასთან ხელები მაღლა აწიეთ. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და იგივე გაიმეორეთ უკვე მარცხენა ფეხით. თითოეულ ფეხზე 15 ბრუნვა შეასრულეთ. გახსოვდეთ: გაიმართეთ!

tedzosvarjishi-1660285998.jpg

გაიმართეთ, ფეხები გაშალეთ თეძოების სიფართეზე. მუხლები ოდნავ მოხარეთ და ხელები თეძოებზე დაიდეთ. მარჯვენა ფეხით მცირე ნაბიჯი გადადგით, მარცხენა კი აწიეთ. გააკეთეთ ნახტომი მარჯვენა ფეხზე, ხელები თავს ზემოთ აჭიმეთ. შეცვალეთ ფეხების პოზიცია და გაიმეორეთ 20-ჯერ.

tedzosvarjishi-1660286063.jpg

გაიმართეთ, ფეხები - მხრების სიგანეზე, ოდნავ მოხრილი. ჯერ ჩაჯექით, შემდეგ გააკეთეთ ნახტომი,ხელები კი მაღლა აჭიმეთ. იატაკზე ჩამჯდარი დაეშვით, ხელები კი ჩამოუშვით. გაიმეორეთ15-ჯერ.

tedzosvarjishi-1660286092.jpg

გაიმეორეთ პირველი სავარჯიშო, ოღონდ ამ შემთხვევაში ნახტომებით. გაიმეორეთ 10-10-ჯერ თითოეულ ფეხზე.

tedzosvarjishi-1660286120.jpg

დაწექით მუცელზე, შემდეგ აწიეთ ტანი ხელებთან ერთად. ამპოზაში 10 წამით შეჩერდით, შეეცადეთ ზურგში არ მოიხაროთ. სავარჯიშო გაიმეორეთ 7-ჯერ.

tedzosvarjishi4-1660286143.jpg

წყარო: marao.ge