როგორ გავიყუჩოთ ტკივილი სწრაფად ტერფების მასაჟით - rogor.ge

როგორ გავიყუჩოთ ტკივილი სწრაფად ტერფების მასაჟით

რეფლექსოლოგიის პრინციპის თანახმად, ტერფებზე ძირითადად ის წერტილებია განლაგებული, რომლებიც მთელი ორგანიზმის სწორად მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

ფეხის მასაჟი, სხეულის სხვადასხვა ორგანოს ტკივილის მართვაში დაგეხმარებათ! სპეციალური ზონების სტიმულაციის შედეგად, სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, რაც ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს.

ფეხის მასაჟი

ფეხებზე განლაგებული ნერვული დაბოლოებები - განკურნების ეფექტური საშულებაა! აღმოსავლურ მედიცინაში, ტერფისა და თითების მასაჟი პანაცეად ითვლება. საღამოობით ასეთი პროცედურის ჩატარებით, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. ძილის დროს თქვენ სრულყოფილად დაისვენებთ, დილით კი, ახალი ენერგიით აღსავსე გაიღვიძებთ ...

ფეხის მასაჟის აქტიური წერტილები

თუ ფეხის თითების წვერს დაიმასაჟებთ, თავის ტკივილს სამუდამოდ მოიშორებთ და ტვინის მუშაობასაც გააქტიურებთ.ფეხის დიდი თითების გარშემო მასაჟი - კისრის არეში ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ.

ტერფის შუაგულის მასაჟი ხელს უწყობს, როგორც ასთმისა და ასთმური შეტევების თავიდან აცილებას, ასევე ფილტვის მთელი რიგი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაშიც დაგეხმარებათ, ამ ზონის რეგულარული მასაჟი ეფექტურად ხსნის ქოშინსაც

დიდი თითის ცოტა ქვემოთ, ტერფის ამობურცულ ბალიშზე ხელის დაჭერით, შეამცირებთ გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და თქვენს გულს შეუფერხებელ მუშაობაში დაეხმარებით.

ტერფის შიდა მხრის მასაჟი, ეფექტურად ამცირებს დატვირთვას ღვიძლზე და ხსნის შემაწუხებელ ტკივილსაც.

თუ წელის არეში დისკომფორტი იგრძენით, ქუსლები დაიმასაჟეთ.დაღლილი ფეხები კი, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ დაძაბული დღის ბოლოს მსუბუქ მასაჟს ნამდვილად იმსახურებენ. იხილეთ ვიდეო