როგორ დავძლიოთ ვინმესადმი გატაცების გრძნობა
გაანალიზეთ იმ პიროვნების უარყოფითი თვისებები. როდესაც გატაცებული ხართ ადამიანით, იმ დროს მხოლოდ იმას ფიქრობთ, თუ როგორი საოცარია ის. თუმცა, არავინ არის სრულყოფილი და ყველას აქვს ნაკლი. შეადგინეთ მათი უარყოფითი თვისებების სია, რათა დაუბრუნდეთ რეალობას.ამ "მინუსების" პოვნას, სავარაუდოდ, გარკვეული დრო დასჭირდება. გაატარეთ მათთან უფრო მეტი დრო, ვიდრე ჩვეულებრივ. დიდი შანსია, რომ ასეთ დროს დადებითთან ერთად უარყოფითი თვისებებიც გამოიკვეთოს.
გადახედეთ თქვენს წარსულს. ეს ადრეც გამოგიცდია? დიდი შანსია, თუ ახლა ვინმეთი ხართ გატაცებული, ადრეც ყოფილხართ იმავე სიტუაციაში. თუ აკვიატება ჩვეულებრივი მოვლენაა თქვენს ცხოვრებაში, უთხარით საკუთარ თავს.მაგალითად, როდესაც თქვენი გრძნობები ძლიერდება, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს ნამდვილი სიყვარული კი არა, გატაცება.
მიეცით დრო საკუთარ თავს. გამონათქვამი "დრო ყველა ჭრილობას კურნავს" პოპულარულია, რადგან მართალია. გადახედე შენი ცხოვრების სხვა მომენტებს, როცა ვინმეთი ან რაიმით გატაცებული იყავი. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას გრძნობთ მათ მიმართ დღეს. დიდი ალბათობაა, რომ თქვენ ამასაც გადალახავთ დროთა განმავლობაში და ეს შეყვარებაც შორეული მოგონება იქნება.
იფიქრე სხვაზე. საკუთარ თავს უთხარით, რომ უბრალოდ შეწყვიტეთ ფიქრი თქვენს გატაცებაზე. ამის ნაცვლად, წაახალისეთ თქვენი გონება იფიქროს სხვა ადამიანზე, ვისთანაც უკვე გაქვთ ურთიერთობა.თქვენ ალბათ აღმოაჩენთ, რომ ამ გრძნობების განცდა სხვა ადამიანს თავიდან ამოგაგდებინებთ. თუ არ ხართ ურთიერთობაში, ყურადღება გაამახვილეთ სხვაზე, ვისითაც აღფრთოვანებული ხართ, მაგალითად, ახლო მეგობარზე, ოჯახის წევრზე ან საზოგადოებაში თქვენთვის პატივსაცემ ადამიანზე.
გამოიყენეთ თქვენი წარმოსახვა. მაგალითად, წარმოიდგინეთ თქვენი გონება, როგორც პატარა ოთახი, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. იფიქრეთ იმ ადამიანზე, რომელიც ასუფთავებს მტვერს და ჭუჭყს ამ ოთახის იატაკზე, როდესაც თქვენი გატაცება თქვენს გონებაში მოდის. განაგრძეთ ეს თამაში მანამ, სანამ იატაკი მთლიანად არ გაიწმინდება და არ დატოვებს თქვენს ტვინს.
გადაიტანეთ ყურადღება. ჩართეთ თქვენი გონება სხვა აქტივობებში, რისი მეშვეობითაც აღარ გექნებათ დრო იმ ადამიანზე საფიქრელად. მაგალითად, წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ თქვენს საყვარელ სატელევიზიო შოუს, ივარჯიშეთ ან დაურეკეთ ვინმეს. პოზიტიური გრძნობები, რომლებსაც ამ აქტივობებიდან გამოიმუშავებთ, საბოლოოდ ჩაანაცვლებს ნეგატიურ გრძნობებს, რომლებსაც გრძნობთ თქვენი გატაცების გამო.
წყარო: wikihow.com