როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი
გამოთვალეთ სიმაღლე. ერთ-ერთი მაჩვენებელი არის სიმაღლე, რომლის ცოდნაც აუცილებელია ინდექსის გამოსათვლელად. მის გასაზომად საჭიროა დადგეთ კედელთან ზურგით, გაიმართოთ წელში, მიადოთ კედელს ქუსლები, თეძოები და თავი. ამის შემდეგ ფანქრით აღნიშნეთ უკიდურესი წერტილი და შემდეგ გაზომეთ მანძილი ნიშნულიდან იატაკამდე.
გამოთვალეთ სხეულის მასა. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ მექანიკური ან იატაკის სასწორი. რეკომენდებულია აიწონოთ დილით, უზმოზე. სასურველია, რომ ქალებმა მენსტრუაციის პედიოში თავი შეიკავონ აწონვისგან, რადგან სხეულში გროვდება დიდი ოდენობით ფყალი და ამიტომ მიღებული შედეგი არაზუსტი იქნება დაახლოებით 1-2 კილოგრამით.
გამოთვალეთ საკუთარი სმი. ამისათვის საჭიროა თქვენი სხეულის მასა კილოგრამებში გაჰყოთ საკუთარ სიმაღლეზე სანტიმეტრებში აყვანილი კვადრატში. I=m/h2 სადაც I არის ინდექსი, m არის მასა და h არის სიმაღლე. მაგალითად: თუ თქვენი წონაა 59, ხოლო სიმაღლე 1.64. მაშინ ფორმულა მიიღებს ასეთ სახეს 59 / (1,64 x 1,64). მარტივი მათემატიკური გამოთვლის შედეგად პასუხად მივიღებთ 21.85-ს.
შეადარეთ მიღებული შედეგი ცხრილს. რის შედეგადაც გაიგებთ გჭირდებათ თუ არა სხეულს კორექცია. 16-ზე ნაკლები - ნიშნავს მასის სერიოზულ დანაკლისს, ასეთი შედეგის მქონე ადამიანს სჭირდება გაძლიერებული კვება და სპორტით დაკავება კუნთის მასის მოსამატებლად. 16-დან 18-მდე - ნიშნავს წონის დეფიციტს, მაგრამ ნაკლებად გამოხატულს ვიდრე წინა. 18-დან 25-მდე - ექიმების მიერ მიჩნეულია ოპტიმალურ მდგომარეობად. 25-დან 30-მდე - ინდექსი აღნიშნავს მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება ზედმეტი წონა. როგორც წესი ასეთი ინდექსის ქონის შემთხვევაში საკმარისია კვების კონტროლი და აქტიურობის ზრდა. 30-ზე მაღალი - ნიშნავს, რომ თქვენს მდგომარეობას ჰქვია სიმსუქნე. მისი ეტაპების მიხედვით - პირველი, მეორე ან მესამე - თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.