როგორ დავწიოთ და დავირეგულიროთ წნევა მედიკამენტების გარეშე - rogor.ge

როგორ დავწიოთ და დავირეგულიროთ წნევა მედიკამენტების გარეშე

შეამცირეთ მარილი რაციონში

rogor-1659953479.ge2.jpg

არ დაამატოთ ზედმეტი მარილი საკვებში. საჭმლის მომზადებისას არაუმეტეს ერთი მწიკვი მარილი გამოიყენეთ. მარილი ორგანიზმს რა თქმა უნდა სჭირდება, მაგრამ ის მცირე რაოდენობით უნდა მიირთვათ. ორგანიზმში ჭარბი მარილის გამო სისხლის მოცულობა იზრდება. როდესაც მეტი სისხლია, გული უფრო სწრაფად ცემს, რომ მთელი ეს მოცულობა ამოტუმბოს. ამის გამო არტერიული წნევა იზრდება.

შეზღუდეთ დამუშავებული საკვები

rogor-1659953654.ge2.jpg

არ ჭამოთ დამუშავებული საკვები. დამუშავებული საკვები მდიდარია მარილით და სხვა დანამატებით (როგორიცაა კონსერვანტი ნატრიუმის ბენზოატი). ნატრიუმის იონები, რომლებიც სანდო მარილის განუყოფელი ელემენტია, ხელს უწყობს წნევის მატებას.

იკვებეთ ზომიერად და შეეცადეთ მიირთვათ უცხიმო საკვები. მნიშვნელოვანია იკვებოთ ზომიერად და დაბალანსებულად, რათა წნევა არ გაიზარდოს. შეეცადეთ მიირთვათ მეტი მცენარეული საკვები (ხილი და ბოსტნეული) და შეამციროთ ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მიღება.

rogor-1659953988.ge2.jpg

მიირთვით მეტი უჯრედისით მდიდარი საკვები. ბევრი ბოსტნეული მდიდარია უჯრედისით, განსაკუთრებით მწვანე ფოთლოვანი. უჯრედისი ასევე უხვად არის ხილში, თხილში, პარკოსნებში (ბარდა, ლობიო) და მთლიან მარცვლეულში.მიირთვით მსხალი, მარწყვი, ავოკადო, ვაშლი, სტაფილო, ჭარხალი, ბროკოლი, ოსპი და ლობიო. რეკომენდებულია ყოველდღიურად 4-5 პორცია ბოსტნეულის, 4-5 პორცია ხილისა და 4-5 პორცია პარკოსანი და თესლის მიღება.

მიირთვით მეტი კალიუმი. კალიუმი ორგანიზმს შარდით მარილის გამოყოფაში ეხმარება. შეეცადეთ შეინარჩუნოთ კალიუმის ყოველდღიური მიღება 3500-დან 4700 მგ-მდე. ეს ელემენტი დიდი რაოდენობით გვხვდება შემდეგ პროდუქტებში:

  • ბანანი,
  • პომიდორი და ტომატის წვენი
  • კარტოფილი,
  • ბარდა,
  • ხახვი,
  • ფორთოხალი.
  • ახალი ხილი და ჩირი

შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა

rogor-1659954267.ge1.jpg

თუ მოწევას შეწყვეტთ, თქვენ არა მხოლოდ შეძლებთ არტერიული წნევის დაწევას, არამედ დაეხმარებით თქვენს გულს გაჯანსაღებაში.

იხილეთ: როგორ დავანებოთ თავი მოწევას - 5 ეფექტური რჩევა

მიიღეთ აბაზანა ან შხაპი წნევის შესამსუბუქებლად. თხუთმეტი წუთი ცხელ აბაზანაში ან შხაპში დაგეხმარებათ წნევის მოხსნაში რამდენიმე საათის განმავლობაში. თუ ძილის წინ აბაზანას ან შხაპს მიიღებთ, წნევა დაეცემა რამდენიმე საათის განმავლობაში ან თუნდაც მთელი ღამის განმავლობაში.

წყარო: wikihow.com