როგორ ვატაროთ კედები კაბასთან - rogor.ge

როგორ ვატაროთ კედები კაბასთან

თუ ტანდაბალი და გამხდარი ქალბატონი ხართ, კაბა და ბოტასი იდეალური დუეტია. მთავარია, თინეიჯერს არ დაემსგავსოთ. ხოლო, თუ ხორცსავსე ხართ, კაბის ფასონი სწორად უნდა შეარჩიოთ.

rogor-1659942968.ge1.jpg

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სპორტული ფეხსაცმელი ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს. თუ ასაკში ხართ, მაქსიმალური ყურადღებით შეარჩიეთ ელეგანტური და ქალური მოდელები.

ბოტასები მხოლოდ ვარჯიშის დროს არ უნდა გეცვათ. ის იდეალურად გამოიყურება ჯინსის ან ტყავის ქვედაბოლოსთან. ტოპის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ბლუზებს, თხელ პულოვერს ან ერთი ტონის მაისურს.

rogor-1659943052.ge1.jpg

ჯინსის კაბას იდეალურად უხდება მაღალძირიანი კედები, ტანზე მომდგარ მინი ან მაქსი-კაბას - დაბალძირიანები. გრძელ კაბას იდეალურად დააბოლოებს შლაპა ან ორიგინალური ნაჭრის თავსაბურავი.

რომანტიკული იერის შესაქმნელად ჰაეროვან კაბას მაქსიმალურად ღია, დაბალძირიანი კედი შეუხამეთ, ყვავილების პრინტით ან მაქმანებიანი.თავისუფალი მინი-კაბა და კედები წვეულებაზეც იდეალურად გამოიყურება.

rogor-1659943079.ge1.jpg

კედი და ბოტასი უხდება მკვეთრი ფერის, დაპრინტულ სამოსს. ნახეთ მეტი იდეა