როგორ უნდა მოიხმაროთ ჩირის აპარატი - rogor.ge

როგორ უნდა მოიხმაროთ ჩირის აპარატი

როგორ მუშაობს ჩირის აპარატი?

საშრობში ერთმანეთზე აწყვია დახვრეტილი ძირის მქონე თაროები. ქვემოდან სითბო უბერავს, რომელიც თაროებს შორის აღწევს და ნელ-ნელა აშრობს ხილს.

რისთვის გამოიყენება ჩირის საშრობი აპარატი

  • ჩირის დასამზადებლად
  • ტყლაპის დასამზადებლად (ტყლაპს კალკაზე ასხამენ და აპარატის თაროებზე დებენ)
  • პურ-ფუნთუშეულის „დასასუხარებლად“
  • ჩაისთვის ფოთლების და ყვავილების გამოსაშრობად
  • სამკურნალო მცენარეების გასაშრობად

როგორ უნდა მოვამზადოთ ჩირი?

ამ აპარატში ნებისმიერი ხილი შეგიძლიათ გამოაშროთ. რა თქმა უნდა, შრობის სისწრაფე ხილის სისქეზეა დამოკიდებული. რაც უფრო თხლად არის დაჭრილი, უფრო მალე შრება. ბევრი დიასახლისი წერს, რომ ძალიან თხელ, ანათალივით ნაჭრებს თუ გააშრობთ, ჩიპსივით ხრაშუნა გამოდის.ყველა ხილს თავისი დრო და შესაბამისი ტემპერატურა უნდა. ყველაზე მცირე დროში - 6-8 საათში შრება ვაშლი. აშრობენ ბულგარულს, მწვანილებს სადილისთვის, რომელსაც ფერი და არომატი შენარჩუნებული აქვს. იხილეთ გაშრობის წესი