როგორ გავიაროთ გასაუბრება (რჩევები გოგონებს)
მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოემზადოთ გასაუბრებისათვის. თუ გაქვთ ისეთი საშუალება, რომ თქვენი ახლობელი ან ნაცობი მუშაობს, აუცილებლად ჰკითხეთ მას თუ რას აქცევენ ყველაზე მეტად ყურადღებას იმ ორგანიზაციაში სადაც აპირებთ მისვლას. ამის ცოდნა და მომზადება დაგეხმარებთ გასაუბრებისას.
ცნობილია გამოთქმა "მღვდელი ჭილობში იცნობაო", ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება დაუთმოთ იმას თუ რა გაცვიათ. ჩაიცვით სოლიდურად და საქმიანად. გოგონებისთვის ვისიც გაბარიტები გაძლევთ საშუალეაბას ჩაიცივთ საშუალო სიგრძის კაბა (იუბკა), შეუხამეთ ფერები რასაც იცვემთ და ასევე ყურადღება მიაქციეთ დეკოლტეს. არაა აუცილებელი ძალიან ჩახსნილი და ღია იყოს არც საპირისპიროდ. სასურველია გეცვათ პიჯაკი და ფეხსაცმელები მაღალ ქუსლებზე. მიუხედავად იმისა იქნება თუ არა სიცხე აუცილებლად ჩაიცვით თხელი "კალგოტკა" მაინც. ეს არის სტანდარტები საოფისე ტანსაცმლის ქალთათვის დასავლეთის ქვეყნებში, ხოლო ყველამ ვიცით, რომ დასავლური ინტეგრაციის პირობებში თითქმის ყველა ორიენტირებულია ამ სტანდარტებისკენ. სამკაულებიც კარგია მაგრამ არა ბროსის. არ გიჩევთ ვულგარულ მაკიაჟს, ყველაფერი ჯობია იყოს ბუნებრივად და უფრო ქალურად. თუმცა იცოდეთ ყველა შემთხვევაში თქვენი შერჩეულ ტანსაცმელში თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად უნდა გრძნობდეთ. უნდა შექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქენ ყურადღებას უთმობთ თქვენს ვიზუალურ მხარეს, მაგრამ არა ისე, რომ მთელი თქვენი დრო მაგაზე გეხარჯებოდეთ.