როგორ დავიცვათ საკუთარი საბანკო ბარათი თანხის თაღლითურად ჩამოჭრისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ საკუთარი საბანკო ბარათი თანხის თაღლითურად ჩამოჭრისგან

პლასტიკური ბარათი არ მისცეთ არავის ხელში, არ გაატანოთ, რადგან ბევრი შემთხვევაა, როცა თანამშრომლები ბარათებს გარკვეულ წერტილებში ამუშავებენ, ინახავენ მონაცემებს და შესაძლოა, შემდეგ გამოიყენონ;

გადაამოწმეთ ვებ-გვერდები, რომელზეც შედიხართ, რადგან ხშირად ჰაკერები ყალბ ვებ-გვერდებს ქმნიან, რომელიც რეალური ინტერნეტ ბანკის გვერდს გავს; ნუ შეინახავთ და ნუ დაამახსოვრებთ ავტორიზაციის საშუალებებს მონაცემებს თქვენს ბრაუზერში;

როდესაც ბანკიდან ბარათს აიღებთ, მას აქვს უკან სამნიშნა კოდი, რომელიც გამოიყენება ძირითადად ტრანზაქციების დროს. ეს კოდი დაიმახსოვრეთ და ბარათზე მარკერით ან სხვა საშუალებით წაშალეთ, ისე რომ ხილვადი არ იყოს;

არეფაიდი (rfid) ტექნოლოგიის საფულე, რომელიც პლასტიკურ, ასევე აიდი ბარათს იცავს გარე სკანირებისგან, რადგან მაგალითად, მოსკოვში ძალიან გავრცელებულია შემთხვევები, როცა ტერმინალებით დადიან, ადებენ ჩანთაზე და ასე ხნიან თანხას ბარათებიდან;დაზღვევა რაღაც მომენტში არის მექანიზმი და თუ დიდ თანხას ინახავთ პლასტიკურ ბარათზე, რეკომენდაციაა, რომ ბარათი დაზღვეული გქონდეთ;

თუმცა ეს მაინც არ არის საბოლოო გამოსავალი, რადგან კიბერდანაშაულის გამოვლენას, დამტკიცებას და ა.შ. დიდი დრო სჭირდება;

კიდევ ერთი დაზღვევის მექამინიზმი არის საკუთარი ბარათების გამიჯვნა. გქონდეთ მიმდინარე ლარის ან დოლარის ანგარიში, და ასევე გქონდეთ ბარათი, რომელსაც გამოიყენებთ სხვადასხვა ტრანზაქციის დროს. ხოლო ტრანზაქციამდე ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხეთ თანხა.

წყარო: bpn