როგორ დავამზადოთ ჰამაკი საკუთარი ხელით - rogor.ge

როგორ დავამზადოთ ჰამაკი საკუთარი ხელით

გამძლე და ორიგინალური ქსოვილის ნაჭერით შეგიძლიათ გააკეთოთ ლამაზი ჰამაკი, რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ ეზოს. ამ ჰამაკის დაკიდება შესაძლებელია სპეციალურ ჩარჩოზე.

rogor-1659698245.ge1.jpg

გაზომეთ ნაჭერი 225 სმ სიგრძისა და 128 სმ სიგანის, შემდეგ ამოჭერით.

შეკეცეთ ნაკერი ქსოვილის სიგრძის ზედა და ქვედა ბოლოებზე. გააკეთეთ დანამატი 1.25 სმ სიგანეზე და ორჯერ. შეკერეთ.

rogor-1659698329.ge1.jpg

ქსოვილი თითო მხარეს ორჯერ 6,25 სმ-ით შეკერეთ. ეს კეთდება იმისათვის, რომ თოკების გასაყრელი დარჩეს.

rogor-1659698405.ge1.jpg

გაზომეთ მარყუჟის ლენტი ორივე მოკლე ბოლოების გასწვრივ და გაჭერით. მარყუჟები მიამაგრეთ თითოეულ ბოლოზე, შემდეგ გადაკეცეთ და შეკერეთ ქსოვილის თავდაპირველ ნაჭერზე. მეტი სიმტკიცისთვის გამოიყენეთ ძლიერი ძაფები და გააკეთეთ ნაკერების ორი რიგი. არ შეკეროთ მარყუჟები ქსოვილის გვერდებზე, თოკის გასაყრელი ადგილი დატოვეთ ღიად.

ხის ჯოხი ორ თანაბარ ნაწილად გადაჭერით. გაბურღეთ 8 მმ ხვრელები ჯოხის ბოლოებში, ბოლოებიდან 1,1 სმ-ს დაშორებით.

rogor-1659699047.ge1.jpg

ჯოხები გაუყარეთ ჰამაკის სპეციალურ მარყუჟებში.

rogor-1659699125.ge1.jpg

9 მეტრიანი თოკი დავჭრათ. ბოლოები მოუწვით, რათა არ გაფუჭდეს (გამოიყენეთ სანთებელა, ან სანთლის ალი). დააფინეთ ჰამაკი ბრტყელ ზედაპირზე, მაგალითად, სუფთა, გრძელ მაგიდაზე ან იატაკზე. მოთმინებით გაუყარეთ თოკი ჯოხის პირველ ნახვრეტში. შემდეგ გაიყვანეთ თოკი მთელ ზოლში და გამოიტანეთ ჰამაკის მეორე ბოლოში მოპირდაპირე ჯოხში არსებული ხვრელიდან. თოკის სიგრძე 1,6 მეტრი გარეთ დატოვეთ. შემდეგ გაატარეთ თოკის დარჩენილი ნაწილი ჯოხის მეორე ნახვრეტში მოკლე მხარეს და ამოიღეთ იგი ჰამაკის დასაწყისში არსებულ ხვრელში. თოკის ორი თავისუფალი მხარის სიგრძე უნდა იყოს დაახლოებით 1 მეტრი. საჭიროების შემთხვევაში გააკეთეთ კორექტირება.

rogor-1659699420.ge1.jpg

დაიჭირეთ ერთი თოკი მისი ბოლოდან 8 სმ მანძილზე. გადაკეცეთ იგი შუაზე, რომ მარყუჟი გააკეთოთ. თოკის დაჭიმული ბოლო 40-50 სმ-ზე გაიყვანეთ ღია მარყუჟში, მჭიდროდ გამოკვანძეთ.

rogor-1659699520.ge1.jpg

rogor-1659699567.ge1.jpg

იგივე გააკეთე მეორე მხარეს. გაჭერით თოკი შუაზე და შემდეგ შემოახვიეთ ბოლოები ჯოხს გარშემო, სიგრძის ერთი მესამედი და ორი მესამედი. გააკეთეთ მარყუჟი, როგორც ზემოთ იყო აღწერილი, გადაუსვით თოკის მეორე ბოლო და გაამაგრეთ იგი. ჩამოკიდეთ ჰამაკი ვერანდის ბოძებზე დამაგრებულ კაუჭებზე, ან ხის მყარ ტოტებზე.

rogor-1659699689.ge1.jpg

წყარო: wikihow.com