როგორ მივწეროთ მამაკაცს ისე, რომ ჭკუიდან გადავიყვანოთ - rogor.ge

როგორ მივწეროთ მამაკაცს ისე, რომ ჭკუიდან გადავიყვანოთ

არ უპასუხო დროულად!

თუკი პირველი გწერს, არავითარ შემთხვევაში მომენტალურად არ გასცე პასუხი. დაელოდე ნახევარი საათი მაინც. ეს წესი არცთუ ისე მარტივი დასაცავია, თუმცა მტკიცედ მუშაობს. ბიჭები არ სხედან ტელეფონებით ხელში და ყოველ წამს არ ანთებენ ეკრანს მესიჯის ლოდინში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ელოდებიან შენს ნაწერს. ის განაგრძობს თავისი საქმეების კეთებას, თუმცა ტელეფონთანაც ყურადღებით იქნება. ეს საკმაოდ გამოცდილი მეთოდია.

მისწერე მოკლედ

სულაც არ არის 8 შეტყობინების ტოლი ესეს დაწერა აუცილებელი. რაც უფრო მოკლედ მისწერ, მით უკეთესი. როგორც კი სტანდარტული მესიჯის ზომას გადააჭარბებ, იმ წამსვე მიხვდება, რომ შენ მისით ძალიან დაინტერესებული ხარ. ის ფაქტი, რომ შენ მას სწერ ზოგადად, უკვე საკმარისი უნდა იყოს. ამასთანავე, რაც უფრო დიდ შეტყობინებას მისწერ, უფრო მეტია იმის შანსი, რომ შეცდომა დაუშვა და რაიმე ზედმეტი უთხრა. მნიშვნელოვანი ნიუანსი: თუკი უკვე გაქვთ მიმოწერა, შენი შეტყობინებები მის შეტყობინებებზე მოკლე უნდა იყოს, მაშინაც კი, როცა მოგწერა: "როგორ ხარ?" პასუხი "მადლობა, კარგად, შენ?" - ცუდი პასუხია, "ნორმ"- სავსებით იდეალური პასუხია. თუკი მოკლე პასუხებს მისწერ, მას ეგონება, რომ არ გიზიდავს განსაკუთრებულად. რადგან არ გიზიდავს, ეს ნიშნავს, რომ უნდა შეეცადოს და მოიგოს შენი გული. მარტივია, არა?

დასვი კონკრეტული დედლაინები

მიმოწერებიდან სულაც არ არის საჭირო ეპისტოლარული რომანის ფორმატი 24/7-ზე. მამაკაცს არ უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ შენი თავისუფალი დრო შეგიძლია სრულად მას დაუთმო. მორიგ კითხვაზე: "როგორ მიდის საქმეები?" უპასუხე: "გავთავისუფლდები 19:00 სთ-ის შემდეგ და შეგვიძლია ვისაუბროთ". იყავი მასთან მჭიდრო დიალოგში სადღაც 40 წუთით, შემდეგ ბოლოსკენ მიიყვანე საუბარი. შენი დავალებაა, აიძულო Х საათი ლოდინი იმის გამო, რომ მიიღოს შენი ყურადღება. სხვა დროს იყავი თავაზიანი, თუმცა მიუწვდომელი: "მაპატიე, ცოტა ხანი არ მცალია" - იდეალური პასუხია ნებისმიერ შეტყობინებაზე. მნიშვნელოვანია, არ ნახო, რას მოგწერს ამაზე, შენ ხომ არ გცალია!

ნუ აინტრიგებ

გვინდოდა დაგვეწერა, დააინტრიგე ზომიერად, თუმცა შესაძლოა, ოდნავ მშიშარა მამაკაცი შეგხვდეს - ეს ერთი, ხოლო ზომიერება ყველას სხვადასხვა აქვს. იდუმალებით სავსე გოგონას როლს ნუ მოირგებ. არ აქვს მნიშვნელობა, სიმართლეს ეუბნები თუ ატყუებ. მთავარია, შენი შეტყობინება კრისტალივით ნათელი და წრფელი იყოს. ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შენგან იმავეს მიიღებს. არ არის აუცილებელი, დადებითი პასუხი იყოს. უბრალოდ უმჯობესია, ასჯერ გაზომო და ერთხელ გაჭრა. წაიკითხეთ ვრცლად