როგორ მოვამზადოთ ფარშირებული მწვანე პომიდორი - არ გამოტოვოთ სეზონი!
სტაფილო გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. კარგად გარეცხეთ ოხრახუში. დაჭერით. ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად.
ცხარე წიწაკა დაჭერით რგოლებად, ნიორი წვრილად.
შეურიეთ სტაფილოს და ხახვს.
მწვანე პომიდვრები კარგად გარეცხეთ. ბასრი დანით გაჭერით შუაზე (ბოლომდე არ გაჭრათ) და გამოტენეთ სტაფილოიანი შიგთავსით.
მოამზადეთ სითხე. ქვაბში ჩაასხით წყალი, მარილი და მოურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. ფარშირებული პომიდორები ჩატენეთ გასტერილებულ ქილებში. დაასხით მდუღარე ხსნარი და მოხუფეთ. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე სანამ ბოლომდე არ გაცივდება.
შემდეგ შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.