გგონიათ, რომ თქვენს შვილს სძულხართ? - როგორ მოვექცეთ შვილს გარდატეხის ასაკში - rogor.ge

გგონიათ, რომ თქვენს შვილს სძულხართ? - როგორ მოვექცეთ შვილს გარდატეხის ასაკში

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს:

ზოგჯერ მშობლები იმდენად გულნატკენები არიან შვილების ქცევით, რომ მათ საქციელს იმავე ფორმით – შვილის ერთგვარი უარყოფით პასუხობენ. ეს შეცდომაა. "გარდატეხის ასაკში ბავშვებმა იციან, რომ მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ მშობლები, თუნდაც უჭირდეთ ამის აღიარება", - ამბობს გოლდმანი. თუ თქვენ ნერვიულობთ მათი ქცევის გამო, არ დაგავიწყდეთ, რომ ისინიც ძალიან დიდ შინაგან ცვლილებებს განიცდიან ამ დროს, ფაქტობრივად, ემოციების ერთგვარ კარუსელზე არიან მოქცეულნი. მშობელი უნდა ეცადოს და მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიმშვიდე და გაუმკლავდეს ამბოხების ასაკს, რომელიც, როგორც წესი, 16-17 წლამდე გადაივლის ხოლმე.

ნუ ეცდებით მბრძანებლური და დამრიგებლური ტონით ურთიერთობას, მისი ჰორმონები ამ ყველაფერს აგრესიით უპასუხებენ. მხოლოდ მეგობრული ტონი შეიძლება მიიღოს, ისიც ზოგიერთ შემთხვევაში. თუ კომუნიკაციას საერთოდ ვერ ახერხებთ, მხოლოდ მოთმინება დაგრჩენიათ, თუმცა მის შორიახლოს უნდა იყოთ და ყველა მის პრობლემას თვალი ადევნოთ.

რა თქმა უნდა, არავინ ამბობს იმას, რომ შვილს უფლება მისცეთ შეურაცხყოფა მოგაყენოთ და ცუდად მოგექცეთ. თუ ასეთი რამ ხდება, უნდა მოითხოვოთ მარტივი ქცევის წესების დაცვა. ასეთ დროს კარგია ძველი მიდგომის გამოყენება, ანუ "თუ კარგს ვერაფერს იტყვი, ჯობია საერთოდ არ თქვა არაფერი". თუ თქვენს თინეიჯერ შვილს აგრძნობინებთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის მის გვერდით ხართ, ის პერიოდულად მაინც დაიბრუნებს თქვენდამი ნდობას, რაც საკმაოდ იშვიათია გარდატეხის ასაკში.

წყარო: mkurnali.ge