როგორ დავანებოთ თავი მოწევას - 5 ეფექტური რჩევა
იპოვნეთ მოტივაცია
მთავარი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ადამიანს სიგარეტის მოწევაზე თავის დანებებაში, არის უარყოფის სინდრომი. თავად განსაზღვრეთ, რატომ ეწევით და რატომ გსურთ ამის შეწყვეტა. ძლიერი მოტივაცია არის ის, რაც დაგეხმარებათ. მოწევისთვის თავის დანებებამ შეიძლება გაჩუქოთ 10 წლის სიცოცხლე. შეადგინეთ მიზეზების სია, მათ შორის პირადი გარემოებები, ფინანსური უპირატესობები და ვალდებულებები სხვების წინაშე. გადაიკითხეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე.
მონიშნეთ კონკრეტული თარიღი
აირჩიეთ დღე მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, როდესაც შეწყვეტთ ან დაიწყებთ სიგარეტის შემცირებას. დაელოდეთ სიმპტომებს მოწევის მიტოვების დღიდან. მისი გამოვლინებები ყველაზე მკვეთრად გამოხატული იქნება სიგარეტის შეწყვეტის პირველიდან მესამე კვირის შუალედში. ამიტომ წინასწარ მოამზადეთ დავალებების სია, რომლებიც ჩაანაცვლებს თქვენს ჩვეულ "სიგარეტის შესვენებებს".
გამოიყენეთ ნიკოტინის საღეჭი რეზინი
ის შეიცავს მცირე დოზით ნივთიერებებს, რომელიც ამცირებს ნიკოტინის მოთხოვნილებას.
ნიკოტინის პლასტირი
ითვლება, რომ ის სჭირდება მათ, ვისაც უჭირს ორგანიზმიდან შხამების გამოდევნის პერიოდის გაძლება. ნიკოტინის პლასტირი უზრუნველყოფს მცირე დოზით საჭირო ნივთიერების მიღებას ურედებში. ამ მეთოდის მინუსი იმაშია, რომ ის აგვარებს მხოლოდ სიგარეტზე დამოკიდებულების ხარისხის პრობლემას, მაგრამ თავად პლასტირისგან გადაჩვევას - არა. ამიტომ, სიგარეტის თავის დანებების შემდეგ, თქვენ მოგიწევთ ნიკოტინის პლასტირზე დამოკიდებულების გადაჩვევაც.
ვარჯიში
კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ვარჯიში. დაკავდით სპორტით, ირბინეთ დილაობით სუფთა ჰაერზე. კარდიო ვარჯიშები აუცილებელია ჯანმრთელი ორგანიზმისთვის.