როგორ გავიცნოთ და ვიმეგობროთ უკიდურესად მორცხვ ადამიანთან - rogor.ge

როგორ გავიცნოთ და ვიმეგობროთ უკიდურესად მორცხვ ადამიანთან

დაელაპარაკეთ მას დამოუკიდებლად და არა ჯგუფთან ერთად. იყავით მშვიდი და თავაზიანი. ჰკითხეთ ვინაობა. თავი შეიკავეთ აღტაცებული ტონით საუბრისგან, რამაც შეიძლება უკან დაახევინოს მას. ესაუბრეთ ზომიერი ტონით. დარწმუნდით, რომ თქვენი დამოკიდებულება არის მეგობრული, მაგრამ არ აღფრთოვანდეთ ზედმეტად, სანამ ის არ გაიხსნება თქვენთან.

1-1659534588.png

თავდაპირველად დაამყარეთ მინიმალური მზერითი კონტაქტი. მორცხვი ადამიანები, როგორც წესი, არიან უხერხულად და თავშეკავებულად სოციალურ სიტუაციებში. სხვა ადამიანზე ინტენსიურმა დაკვირვებამ შეიძლება ის შეაშინოს. ფსიქოლოგების აზრით, პირდაპირი თვალით კონტაქტი არასასიამოვნო მდგომარეობაა უკიდურესად მორცხვი ადამიანებისთვის.

2-1659534601.png

მორცხვი ადამიანის ურთიერთობაში შემოსაყვანად, შეგიძლიათ დაიწყოთ კითხვების დასმით. დასვით კითხვები, რომელიც მოითხოვს ვრცელ პასუხს, ვიდრე "დიახ" ან "არა". ასეთი კითხვები შესაძლებლობას მისცემს მას ისაუბროს იმდენი, რამდენიც სურს. მაგალითად, თუ თქვენ ხართ სოციალურ შეკრებაზე და გსურთ დაელაპარაკოთ მორცხვ ადამიანს, რომელიც კუთხეში იმალება ან განმარტოვებით დგას, შეგიძლიათ ჰკითხოთ: "საიდან იცნობთ მასპინძელს?" ; "რამ მოგიყვანათ დღეს აქ?"; "როგორ ერთობით?" და ა.შ.

3-1659534613.png

იყავით კომფორტულად სიჩუმეში. დიალოგი მოიცავს საუბრის, მოსმენისა და დუმილის ბუნებრივ დინებას. რამდენიმეწამიანი დუმილი, როგორც წესი, კარგია, განსაკუთრებით მორცხვი ადამიანისთვის. ასეთ ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო მეტი დრო, რათა გაიაზრონ ნათქვამი და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. მას შემდეგ, რაც სიჩუმე დაისადგურებს, უბრალოდ აირჩიეთ ახალი თემა ან გააგრძელეთ ის თემები, რომლებზეც იქამდე ისაუბრეთ.

4-1659534624.png

ისაუბრეთ ზომიერად, მაგრამ სასიამოვნოდ. მაშინაც კი, თუ უხერხული სიჩუმე არ ემუქრება საუბარს, მაინც კარგი იდეაა, რომ საუბარი მოკლე და სასიამოვნო იყოს. მორცხვ ადამიანებს გარკვეული დრო სჭირდებათ ახალ ადამიანებთან და ახალ სიტუაციებთან შესაგუებლად.

bol-1659534636.png

წყარო: wikihow.com