5 საშუალება, როგორ გაათეთროთ შელახული თეთრეული - rogor.ge

5 საშუალება, როგორ გაათეთროთ შელახული თეთრეული

ლიმონის წვენი

ცხელ წყალს დაუმატეთ ლიმონის წყალი, ხსნარი გადაასხით სათლში, გააგრილეთ და მასში გააჩერეთ თეთრეული რამდენიმე საათს. ამის შემდეგ გარეცხეთ ის სარეცხის ფხვნილით.

ძმარი

rogor-1659511156.ge.jpg

ცხელ წყალს დაუმატეთ ჭიქა ძმარი და გააჩერეთ თეთრეული ამ ნაზავში მთელი ღამით. დილით გარეცხეთ ჩვეულებრივ.

წყალბადის ზეჟანგი

გახსებით 2 ს.კ. ზეჟანგი 1 ლ თბილ წყალში და დაალბეთ თეთრეული 30 წუთით. ამის შემდეგ გარეცხეთ საცვლები ჩვეულებრივ.

სოდა

5ლ თბილ წყალში გააზავეთ 10 ს.კ. სოდა და მოათავსეთ თეთრეული. უფრო კარგი შედეგისთვის, შეგიძლიათ დაუმატოთ ნიშადურის სპირტი. გააჩერეთ თეთრეული 3 საათს, შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხის საშუალებებით.

გამოხარშვა

თეთრეულის გათეთრების ყველაზე გამოცდილი საშუალება გამოხარშვაა. ამის ხშირად გაკეთება რეკომენდებული არ არის, თუმცა რადიკალური ზომების მიღების შემთხვევაში - შეგიძლიათ. მაშ ასე, აიღეთ ქვაბი, ჩაასხით წყალი, დაუმატეთ 1/4 ჭიქა მარილი და 1/2 სოდა, ადუღეთ 30 წუთს.

წყარო: marao.ge