როგორ დაამუშავოთ ფოტო ისე, რომ ბევრი მოწონება დაიმსახუროს - rogor.ge

როგორ დაამუშავოთ ფოტო ისე, რომ ბევრი მოწონება დაიმსახუროს

არაფერი ნათელი

rogor-1659510025.ge.jpg

ლოს-ანჯელესში მცხოვრები მოდელი და პოპულარული ბლოგერი ელინა ფედოროვა გამომწერებს ურჩევს, ფოტო ზედმეტად არ გააღიავონ. რაც შეეხება კონტრასტებს - კარგი იქნება, თუ სიმწვანეს ცოტათი დაახშობთ, ცას კი „მტვრიან“ იერსახეს შესძენთ. ფოტოები ასე უფრო ესთეტიკური გამოდის.

rogor-1659510045.ge.jpg

ეფექტები

rogor-1659510077.ge.jpg

ახლა პოპულარულია ფოტოები ნათელი ნაწილაკებით. მაგ: როგორც ამას ფეშენ-ბლოგერი ანჟელიკა ბლიკი აკეთებს, მის პოსტებს კი 30 ათას მოწონებაზე ნაკლები არ აქვს. ეფექტის დადება შეგიძლიათ აპლიკაცია „Bazaart“-ის მეშვეობით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველებური ხერხი - დაადოთ არეული ფერები. ბლოგერი Alina Kiviart-ი, YouTube-ის ვარსკვლავი გირჩევთ Adobe Sketch-ის აპლიკაციას.

ფორმატი

rogor-1659510115.ge.jpg

თრეველ-ბლოგერი ირა გოლდმანი ჰყვება: „ადრე ფირის გადასახედად პროგრამა Unum-ს ვიყენებდი. ეს არის პლანერი, რომელიც ფირს მაქსიმალურად ჰარმონიულს ხდის, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ფოტო იყოს ლამაზი, ორიგინალური და წინასგან განსხვავებული. თუ იფიქრებთ იმაზე, როგორ გადაიღოთ ყველაფერი ერთ ფერში, მაშინ წინსვლა რთული იქნება. ადამიანებს პიროვნების დანახვა სურთ, რომლის ტექსტებსაც გამომწერებისთვის სარგებელი მოაქვს. ერთ სტილში გადაღებული ლამაზი ფოტოებით კი დღესდღეობით ცოტას თუ გააკვირვებთ“.

ფონი

მნიშვნელოვანია, არ იყოთ მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებული. ბლოგერი Annet Poly გირჩევთ Photoshop Fix-ის აპლიკაციას - ფუნქცია „აღდგენის“ დახმარებით შეგიძლიათ გააქროთ ყველაფერი, რაც საჭირო არ არის. მაგ: შექმნათ განცდა, რომ თითქოს პლაჟზე მარტო იყავით.

ბლოგერი საშა ჩისტოვა კი ირწმუნება, რომ ფოტო ზედმეტად არ უნდა დამუშავდეს - აუცილებელი არ არის ყოველი ჩალურჯების მოშორება, ეს ზედმეტად არაბუნებრივი იქნება. ფეხზე იარას კაილი ჯენერიც კი არ იქრობს.

სტატისტიკის თანახმად, ახლა სოცქსელის მომხმარებლები Stories-ს 2,5-ჯერ უფრო ხშირად ნახულობენ, ვიდრე ჩვეულებრივ “news feed”-ს. ამიტომ გაფორმება „ისტორიებსაც“ სჭირდება. ბლოგერი Alina Chichina ამისათვის გირჩევთ Unfold-ს - სადაც ნახავთ ჩარჩოებსა და სხვადასხვაგვარ შრიფტს.

წყარო: marao.ge