როგორი კვირა ელის ზოდიაქოს ნიშნებს - 1-7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - rogor.ge

როგორი კვირა ელის ზოდიაქოს ნიშნებს - 1-7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ ქალაქში ხართ, დაკვირვებით მოაგვარეთ საქმეები. გახშირდება გადაადგილება. შვებულებაში მყოფებმა განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მოუწყვეთ სასიამოვნო სიურპრიზები ახლობლებს, ვინც გიყვართ. მოერიდეთ ეჭვიანობას საყვარელი ადამიანის მიმართ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად.

კურო

მეტად უნდა იფიქროთ ბინის კეთილმოწყობაზე. შეიძინეთ ლამაზი, ხარისხიანი ნივთები. კარგი იქნება სარემონტო სამუშაოების ჩატარებაც. იზრუნეთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ოჯახის წევრებთან. კარგი იქნება, თუ უქმეებს ერთად გაატარებთ, მოაწყვეთ ოჯახური წვეულება.

ტყუპი

მოგინდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა, ურთიერთობის გაუმჯობესება გარშემო მყოფებთან, ლამაზი ადგილების მონახულება, შთაბეჭდილებების მიღება. იყავით საქმეების კურსში, დაინტერესდით ახლობლების საქმეებით. უქმეები გაატარეთ ქალაქგარეთ, მოიწყვეთ ექსკურსია ლამაზ, ისტორიულ ადგილებში.

კირჩხიბი

გახშირდება შეხვედრები, მიმოწერა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან. ერთად დაესწარით გასართობ წარმოდგენებს, ჩაერთეთ ინტელექტუალურ თამაშებში, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში.

ლომი

ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, დაუთმეთ ვალდებულებებს დღის პირველი ნახევარი, - დანარჩენი დრო კი გართობას, მხიარულებას. იყავით მომართული საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაზე. საუკეთესო დროა, რომ იზრუნოთ იმიჯის, სტილის გაუმჯობესებაზე. შეიძინეთ ლამაზი, ხარისხიანი ნივთები.

ქალწული

გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოგინდებათ საკუთარი გრძნობების შემოქმედებაში გადატანა. გაფრთხილდით, არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. თუ მუშაობას აგრძელებთ, იყავით დაკვირვებული, გააქტიურდებიან კონკურენტები, ფარული მტრები. განაგრძეთ კითხვა