როგორ მოვამზადოთ ფენქეიქები ვაშლის პიურეს ბაზაზე - ამერიკელი ნუტრიციოლოგის რეცეპტით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ფენქეიქები ვაშლის პიურეს ბაზაზე - ამერიკელი ნუტრიციოლოგის რეცეპტით

როგორც ბაზა, დაგჭირდებათ ვაშლის პიურე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის ჯემი, ან თავად გამოაცხვოთ ვაშლი და დააბლენდეროთ პიურედ. მაგრამ, ვფიქრობ, ვაშლის სეზონზე მეორე ვარიანტი უფრო ჯანსაღი და ეკონომიურია!

დიეტური საუზმისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ბრინჯის ფქვილი, მაგრამ თუ არ გაქვთ, ხორბლის ფქვილით მოამზადეთ.

ჯამში შეურიეთ ვაშლის პიურეს კვერცხი. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და ცოტა მარილი. როგორც დამატკბობელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქარი, ასევე მისი შემცვლელი. ან თაფლი.

rogor-1659433287.ge2.jpg

კარგად აურიეთ ყველაფერი. გამოაცხვეთ ბლინები ორივე მხრიდან, კარგად გაცხელებულ ტაფაში ზეთის გარეშე.

rogor-1659433350.ge3.jpg

მიირთვით თაფლთან ან საყვარელ ხილთან ერთად.

rogor4-1659433399.jpg