როგორ დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი - rogor.ge

როგორ დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი

სწორი კვების წესის დაცვა

ჯანმრთელობა, გარეგნობა, იმუნიტეტი, განწყობა პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რით ვიკვებებით. ჯანსაღი ცხოვრების წესი გულისხმობს არომატიზატორების, გემოს გამაძლიერებლების, ცხიმიანი პროდუქტების, საღებავებისა და კონსერვანტების გამორიცხვას ან შემცირებას მაინც.

ძირითადი წესები:

დაუშვებელია შიმშილი ან სიმაძღრე. ერთიც და მეორეც უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე.სვით სუფთა წყალი. სასურველია დღეში 1,5-2 ლიტრი (ჩაი, ყავა, წვენი და ა.შ. არ შედის).შეიმცირეთ რაციონში ტკბილეული. უპირატესობა მიანიჭეთ ხილს, ბოსტნეულს, ჩირს. შეგიძლიათ ზომიერი მოცულობით მიიღოთ მწარე შოკოლადიც.საკვები დღეში, სულ მცირე, 4-5-ჯერ მიიღეთ, მცირე ულუფებით.დღიური მენიუ უნდა შეიცავდეს ხორცს ან თევზს, ხილს, ბოსტნეულს, ბურღულეულს, რძის პროდუქტებს.ვახშამი დაძინებამდე 2 საათით ადრე მაინც უნდა მიიღოთ.რაციონიდან გამორიცხეთ ფასტ ფუდი, ცხიმიანი და შებოლილი პროდუქტები.უპირატესობა მიანიჭეთ მოხარშულ, ჩაშუშულ ან გამომცხვარ პროდუქტებს.

ფიზიკური აქტივობა

ადინამიკა და ჰიპოდინამიკა იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელებას, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პათოლოგიებს.

ცხოვრების მჯდომარე წესის დროს შეეცადეთ გაზარდოთ აქტივობა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აქტივობის თითოეული წუთი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის მდგომარეობაზე.

დაიწყეთ და დაასრულეთ დღე მსუბუქი ვარჯიშით, იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ სპორტულ დარბაზში ან იცურავეთ აუზზე.

დღის რეჟიმის დაცვა

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჯანმრთელობისა და კარგი განწყობისათვის აუცილებელია სრულფასოვანი ძილი. ადამიანს დღე-ღამეში უნდა ეძინოს, სულ მცირე, 7 საათი. ამასთან, დაძინება და გაღვიძება სასურველია ერთსა და იმავე დროს მოხდეს.

ჯანსაღი ცხოვრების ჩვევა

შეეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების ჩვევა გადასცეთ თქვენს შვილებს. ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები სწორ ქცევებს.

ადრეული ასაკიდანვე მიიყვანეთ ბავშვი სპორტზე;კვირაში ერთხელ მაინც გადით ბუნებაში;მეტი იარეთ ფეხით;რეგულარულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები;შეეცადეთ არ მიაჩვიოთ ბავშვი ფასტ ფუდს, ტკბილეულსა და მავნე საკვებს;ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიეთ ბავშვი პირადი ჰიგიენის წესებს;ჩართეთ ბავშვი სახლის დალაგებაში.ჯანსაღი ცხოვრების წესი არ უნდა იწვევდეს დისკომფორტს. ყველა მოქმედება უნდა იყოს სიხარულის მომნიჭებელი. სასარგებლო ჩვევებს თანდათანობით მიეჩვიეთ და დროთა განმავლობაში უკეთ და მშვიდად იგრძნობთ თავს. წაიკითხეთ ვრცლად mkurnali.ge-ზე