როგორ დავიცვათ თავი სიცხეში და შევინარჩუნოთ კარგი განწყობა - rogor.ge

როგორ დავიცვათ თავი სიცხეში და შევინარჩუნოთ კარგი განწყობა

სითბური დარტყმის თავიდან ასაცილებლად უნდა მივიღოთ მეტი წყალი მცირე მოცულობის ულუფებად ქუჩაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დღეში დაახლოებით 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ.

ცხელ ამინდში ყველაზე საშიში დროა 12-დან 18 სთ-მდე პერიოდი. ამ დროს სჯობს არ გამოვიდეთ ქუჩაში და დავრჩეთ კარგად განიავებულ შენობაში.

ასევე მნიშვნელოვანია ოთახის გასაგრილებლად კონდენციონერის სწორად გამოყენება. მოწყობილობაზე ტემპერატურა უნდა იყოს გარემოს ტემპერატურაზე 5 გრადუსით ნაკლები.

სიცხეში უნდა მოვერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას, რადგანაც კუნთები დამატებით სითბოს გვანიჭებს.

წყარო: allnews.ge