როგორ დავიცვათ საკუთარი ბინა ძარცვისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ საკუთარი ბინა ძარცვისგან

ძარცვისაგან თავდაცვა

ნუ იჩქარებთ და დასასვენებლად წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში ხმამაღალ განცხადებებს ნუ გააკეთებთ. თავი შეიკავეთ ზღვის სანაპიროზე და აეროპორტში გადაღებული ფოტოების დადებისგან. მეზობლებსაც ნუ "მოსდებთ", რომ სახლს ცარიელს ტოვებთ.

დაამონტაჟეთ სანდო საკეტი

მძარცველებისთვის ძალიან ნიშვნელვანია საკეტი, მათთვის მთავარია, კარი მალე და უხმაუროდ გააღონ, კარგმა, ხარისხიანმა საკეტმა კი შესაძლოა ამ მხრივ პრობლემა შეუქმნას.

ბებიების მეთოდი

სასაცილოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ სთხოვეთ კარის მეზობელს, სადარბაზოს დალაგების დროს თქვენი ფეხის საწმენდიც გარეცხოს. სველი ფეხსაწმენდი ქურდებისთვის დიდი დაბრკოლებაა.

რადიო

დატოვეთ ჩართული რადიო, ამით თქვენ ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ. ჯერ ერთი, თქვენ შექმნით ილუზიას, რომ სახლში ვიღაც არის და მეორე, მოტრიალე ელექტრომრიცხველი დაარწმუნებს მძარცველებს, რომ სახლში ვიღაც არის.

დაამონტაჟეთ განათება, რომელიც აფიქსირებს მოძრაობას

ასეთი განათება მძარცველებისთვის საკმაოდ უხერხული მომენტია, ამიტომ ისინი თავს შეიკავებენ ამ სიტუაციაში ბინაში შეპარვისაგან.

დაამონტაჟეთ სიგნალიზაცია

როდესაც ქურდებმა იციან, რომ სახლში არის სიგნალიზაცია, არ რისკავენ. განაგრძეთ კითხვა