როგორ ვუმკურნალოთ ნერვებს მცენარეული საშუალებებით - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ ნერვებს მცენარეული საშუალებებით

საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა პიტნის, კატაბალახას ფესვების, ძიძოს ღეროების, აგრეთვე კუნელისა და ასკილის ყვავილების ჩაი. ყველა ეს მცენარე უნდა ავიღოთ დაახლოებით თანაბარი რაოდენობით და დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გავაჩეროთ, გადავწუროთ და მივიღოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ჭამამდე 5-10 წუთით ადრე.

ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს კალენდულას ჩაის. დაასხით მას 200 მლ მდუღარე წყალი. როცა გაგრილდება, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

სტრესის მოხსნასა და უძილობის დაძლევაში დაგეხმარებათ დამამშვიდებელი მცენარეული აბაზანები ძილის წინ. ასეთი აბაზანისთვის უნდა მოამზადოთ აბზინდის, როზმარინისა და ცაცხვის ნახარში. აიღეთ ეს მცენარეები დაახლოებით 1 კგ-ის ოდენობით და დაასხით 4 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ დაახლოებით 5 წუთით, მერე ქურიდან გადმოდგით და კიდევ 15 წუთი გააჩერეთ, ბოლოს გადაწურეთ. ნახარში ჩაასხით თბილ აბაზანაში. დამამშვიდებელი აბაზანა შეგიძლიათ მიიღოთ კვირაში ერთხელ, უშუალოდ ძილის წინ. აბაზანის ხანგრძლივობაა 20-25 წუთი.

ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბარამბოს ნაყენის აბაზანას. აიღეთ 5 სუფრის კოვზი ბარამბო, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ნახევარი საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, მერე გადაწურეთ და წყლით სავსე აბაზანაში ჩაასხით. დამამშვიდებელი აბაზანის ხანგრძლივობაა 10-15 წუთი.

ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად კარგია ეს არომატული აბაზანაც: აიღეთ ბარამბო - 1 წილი, როზმარინი - 1 წილი, სალბი - 1 წილი, ლავანდა - 1 წილი, პიტნა - 1 წილი. 500 გრამ ნარევს დაასხით 3 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, გადაწურეთ და ჩაასხით თბილი წყლით სავსე აბაზანაში. აბაზანის ხანგრძლივობა 15 წუთია. პროცედურის კურსი 8-15 აბაზანას მოიცავს.

დიდი ტევადობის ჭურჭელში ჩაყარეთ 3,5-4 კგ ნაძვის წიწვები, დაასხით 6 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ნახარში გადაწურეთ. აბაზანაში ჩაასხით ნახარში და 1 კგ ზღვის მარილი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ვალერიანიც. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს +370ჩ. აბაზანა მიიღეთ ნახევარი საათის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ, რის შემდეგაც მიირთვით ამცენარეული ჩაი: 2 წილი სვიის გირჩა, 1 წილი გვირილა, 1 წილი ვალერიანის ფესვები, 1 წილი ბარამბო. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და დალიეთ 1 კვირის განმავლობაში. ჩაიში შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და ლიმონი. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ კუნელის ნახარში და დააყოლოთ შოკოლადი და ქიშმიში. განაგრძეთ კითხვა