როგორ გავრეცხოთ კედები - rogor.ge

როგორ გავრეცხოთ კედები

კედები, ძირითადად, შეკერილია ტექსტილისგან. ამიტომაც მისი გარეცხვა სარეცხის მანქანაშიც არის შესაძლებელი, მაგრამ მანამდე აუცილებელია გაასუფთაოთ კედების ძირები – მოაცილოთ ტალახი და ქვიშა. საპნიან წყალში დასველებული კბილის ჯაგრისით ამას მარტივად გააკეთებთ.

შემდეგ მოაცალეთ ზონრები და ამოიღეთ ჩასაფენები კედებიდან, ისინი ცალკე გარეცხეთ სარეცხის საპნით. გააშრეთ მზის სხივებისგან და სითბოს სხვა წყაროსგან მოშორებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კედის ჩასაფენები საწყის ფორმას დაკარგავს.

მოათავსეთ ძირებგაწმენდილი კედები სარეცხის მანქანაში, ჩაყარეთ საჭირო რაოდენობის სარეცხის ფხვნილი და დააყენეთ ცივი რეცხვის რეჟიმზე. სხვათა შორის, ზოგიერთ თანამედროვე სარეცხის მანქანას აქვს რეჟიმი "სპორტული ფეხსაცმლის რეცხვა".

ნახეთ ხელის რეცხვის მეთოდი

მარტივი გზები, თუ როგორ შევღებოთ კედები