როგორ მოვამზადოთ ტყემლის ტყლაპი
მწიფე ტყემალი მოვხარშოთ, ვადუღოთ 5 წუთი, გადავწუროთ და გავხეხოთ საწურზე. იმ შემთხვევაში, თუ გაციებული მასა შესქელდა, დავუმატოთ თავისივე წვენი იმდენი, რომ მივიღოთ საშუალო სისქის ფაფისებური მასა.
ხის ფიცარზე გადავაკრათ ცელოფნის აპკი და მიღებული მასა ხის კოვზით თანაბრად გავანაწილოთ ზედაპირზე 1/5 სმ სისქეზე. გავაშროთ მცხუნვარე მზეზე და პერიოდულად გადავაბრუნოთ სრულ გაშრობამდე.