5 მარტივი რჩევა, ზურგის ტკივილმა რომ არ შეგვაწუხოს - rogor.ge

5 მარტივი რჩევა, ზურგის ტკივილმა რომ არ შეგვაწუხოს

წესად აქციეთ ეს მარტივი ვარჯიში - ზურგით დადექით კედელთან ისე, რომ კეფა, ჩამოშვებული მხრები, ბეჭები, დუნდულოები და ქუსლები ერთდროულად ეხებოდეს კედელს.ამ მდგომარეობაში გაჩერდით დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში, დაიმახსოვრეთ სხეულის მდგომარეობა და კედლიდან მოშორების შემდეგ შეინარჩუნეთ იგი. სწორედ ეს არის სწორი ტანდეგობა. დღეში რამოდენიმეჯერ "შეისწორეთ" ტანდეგობა, რათა კუნთებმა "დაიმახსოვროს" იგი.

ჯდომისას არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე. ეს იწვევს ხერხემლის ქვედა ნაწილის ტკივილის, არღვევს სისხლის მიმოქცევას და შეიძლება გამოიწვიოს მცირე მენჯის ღრუსა და სასქესო ორგანოების დაავადებები. სკამზე მოწყვეტით ნუ დაჯდებით. ეს ხერხემლის ტრავმატიზაციას იწვევთ, რის შედეგადაც ზიანდება ხრტილოვანი ზედაპირები და დისკები.

თუ ფეხზე დგომა დიდხანს გიწევთ, არ დაგავიწყდეთ პოზის შეცვლა ყოველ 10 წუთში. თითოეულ ფეხს რიგრიგობით უნდა დაეყრდნოთ.

სიმძიმე ორივე ხელით უნდა აწიოთ, ზურგი ამ დროს სწორად უნდა იყოს და არა რომელიმე მხარეს გადახრილი.

ზურგის ტკივილმა შეიძლება გუნება-განწყობის გაურესება გამოიწვიოს. ნუ ჩაიძირებით საკუთარ პრობლემებსა და განცდებში. ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობისას იცვლება სისხლძარღვების ტონუსი, რაც თავის მხრივ, სისხლის მიმოქცევის გაურესებას იწვევს, ეს კი ნერვულ დაბოლოებებზეც აისახება. აღნიშნული მიზეზი არა მარტო ზურგის არეში იწვევს ტკივილის. იგი შეიძლება გადაეცეს, მაგალითად, ფეხში ან ხელზე.

წყარო: mkurnali.ge