როგორ გავწმინდოთ ძველი მონეტები - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ ძველი მონეტები

არასოდეს გაასუფთავოთ მონეტები აბრაზიით ან მჟავებით. მიუხედავად იმისა, რომ აბრაზიული პროდუქტების რეკლამებში ხშირად ჩანს, რომ ისინი მუშაობენ მონეტებზე, რეალურად ნამდვილად არ არიან შესაფერისი მონეტების გასაწმენდად. რაც შეეხება მჟავას შემცველ პროდუქტებს, ისინი ანადგურებენ მონეტის ზედა ფენას. მონეტა ახალივით ბრწყინავს, თუმცა, თუ მისი ზედაპირი დაზიანებულია, ეს შეამცირებს მის ღირებულებას.ანალოგიურად, არ გაფხიკოთ ან გახეხოთ მონეტა, რათა მისგან კოროზიის ნიშნები მოაცილოთ, რადგან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს ზედაპირს.

1-1658928105.png

გარეცხეთ მონეტები წყლით. ძველი მონეტების გაწმენდა ზედაპირის დაკაწვრისა და ღირებულების შემცირების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ სუფთა წყლით. მოათავსეთ ერთ-ერთი მხარე თბილი გამოხდილი წყლის ნაკადის ქვეშ, შემდეგ გადააბრუნეთ მონეტა და გარეცხეთ მეორე მხრიდან. ნაზად გააშრეთ მონეტა რბილი პირსახოცით. ეს მეთოდი ხელს შეუწყობს მონეტის ზედაპირიდან ჭუჭყის მოცილებას ზედმეტი ნაკაწრების დატოვების გარეშე. თუ ქალაქში ცხოვრობთ, თქვენს ბინაში ონკანიდან ქლორირებული წყალი მოედინება. ამიტომ უმჯობესია სუპერმარკეტიდან ბოთლში გამოხდილი წყალი შეიძინოთ მონეტების გასარეცხად. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გაფილტრული წყალი.

2-1658928117.png

გარეცხეთ ძველი მონეტები საპნიან წყალში. თუ წყალი ვერ გაუმკლავდა მონეტის ზედაპირზე არსებულ ჭუჭყსა და ჟანგს, მისი გარეცხვის ერთადერთი უსაფრთხო საშუალებაა რბილი საპნის ხსნარი. ჩაასხით ცოტაოდენი თხევადი საპონი თასში და დაამატეთ ცოტა თბილი გამოხდილი წყალი. გარეცხეთ საპნიანი წყლით და გააშრეთ სუფთა ქსოვილით. არ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება მონეტების გასარეცხად.

3-1658928128.png

ვერცხლის მონეტები რეკომენდებულია გაიწმინდოს სოდით. თითით ან სუფთა კბილის ჯაგრისით წაუსვით ცოტაოდენი სოდა მონეტის წინა და უკანა მხარეს და მსუბუქად შეაზილეთ. სოდა მონეტის ზედაპირიდან შავ ლაქებს მოაცილებს. გაწმენდის შემდეგ, მონეტა კვლავ გარეცხეთ გამოხდილი წყლით და გააშრეთ სუფთა ქსოვილით. ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია ძველი ვერცხლის მონეტებისთვის. ახალი ვერცხლის მონეტებისთვის, რომლებიც შეიცავს გაცილებით ნაკლებ ვერცხლს, ის შეიძლება არ იყოს ამისთვის შესაფერისი.

4-1658928137.png

ძველი მონეტები შეგიძლიათ ძმრით გაწმინდოთ. სუფრის ძმარი ხშირად გამოიყენება ლითონის ნივთების, მათ შორის სამკაულების გასაწმენდად. ანტიკვარული მონეტის ძმრით გასაწმენდად, ძმარი ჩაასხით ჭიქაში ან თასში, შემდეგ ფრთხილად ჩამოწიეთ მონეტა ძირამდე. დაასველეთ მონეტა ძმარში რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ მონეტა და გარეცხეთ გამოხდილი წყლით.თუ მონეტა კვლავ ჭუჭყიანი და კოროზიულია, მსუბუქად შეიზილეთ სუფთა კბილის ჯაგრისით. ფრთხილად იყავით, რომ არ დაკაწროთ მონეტის ზედაპირი.თუ რამდენიმე წუთის შემდეგ მონეტა არ გასუფთავდა, კვლავ ჩადეთ ძმარში რამდენიმე საათით ან შეგიძლიათ მთელი ღამის განმავლობაშიც დატოვოთ.

5-1658928148.png

წყარო: wikihow.com