როგორ გამოვიყენოთ მეორადი მასალები პრაქტიკულად - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ მეორადი მასალები პრაქტიკულად

- როდესაც ნივთს შემოქმედებითად მიუდგები, აუცილებლად საინტერესო შთაგონებას მოგცემს. შეიძლება მისგან განუმეორებელი ელემენტი შექმნა და შენი ნახელავი მეზობლის ბაღს აღარ დაემსგავსება. ასე რომ, ძალიან საინტერესოა ასეთი მიდგომა - საკუთარ პრიზმაში

დანახული ნივთის ახალი სიცოცხლე, რომელიც უკვე სხვა მნიშვნელობასა და დატვირთვას იძენს.

- ე.ი. განვითარებული მსოფლიო ამ სფეროშიც ეკონომიკური ცხოვრებისკენ ისწრაფვის...- დიახ, ამ დარგის სპეციალისტების ნებისმიერი რჩევა ლანდშაფტში, პეიზაჟიზმში, რაც ბუნებასთან თანხვედრაშია, გასათვალისწინებელია. სხვათა შორის, ლანდშაფტის არქიტექტორებმა შევქმენით ფედერაცია - "კრეატოპია" ("კრეა" - შექმნას ნიშნავს, "ტოპია" - პეიზაჟს, ანუ შექმენი პეიზაჟი) და ამ მიმართულებით აქტიურად ვსაქმიანობთ.

- და ამის კეთება სულაც არ არის უტოპია, ხომ?

- დიახ, თუმცა ზოგჯერ ჩვენს პირობებში ამის კეთება მართლაც უტოპია ხდება, რადგანაც ეკოლოგიური ლანდშაფტის შექმნა აქ ჯერჯერობით წარმოუდგენელია, თუმცა შესაძლებელია. მთავარი მაინც მონდომებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი ლანდშაფტი, პეიზაჟი შეიქმნას, რათა ბუნებასთან, ეკოლოგიასთან სრული თანხვედრა მოხდეს და ხელი შეეწყოს ეკოლოგიური ბალანსის ჩამოყალიბება-შენარჩუნებას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ეკონომიურიც უნდა იყოს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ბუნების ძალა - ქარი, მზის შუქი, წვიმის წყალი თუნდაც იმისთვის, რომ ეკონომია გავაკეთოთ სარწყავ წყალზე, ელექტროენერგიაზე, ღამის განათებაზე და ა.შ. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ქარის გენერატორების გარეშე ვერ ნახავთ პეიზაჟს, ის ერთგვარი სიმბოლო გახდა ადამიანის მიერ ამგვარად მიღებული ენერგიის გამოყენებისა.

- კონკრეტულად?

- ქარის ენერგიის გამოყენება ბუნების ძალების გამოყენების ერთ-ერთი კომპონენტია. მაგალითად, წვიმის წყალს დიდ რეზერვუარებში აგროვებენ და მერე სარწყავ სისტემაში მიედინება. ხდება ლანდშაფტის მელიორაცია, დეკორატიული მცენარეების მორწყვა მაშინ, როცა წვიმების სეზონი არ არის. ასევე იყენებენ გამჭოლი ზედაპირის მქონე ქვაფენილებს. ესეც მდგრადი ლანდშაფტის ერთ-ერთი პირობაა, ანუ წვიმის დროს წყალი უნდა ჩადიოდეს ნიადაგში, რათა გრუნტის წყლებს უკვე გაფილტრული შეუერთდეს. ქვაფენილი, ბილიკი, მანქანის სადგომი უნდა იყოს გამჭოლი. ეს ფილა სპეციალური მასალით კეთდება, - მყარი, მაგრამ ფორებიანია. სასურველი იქნება, თუ ასეთი ქვაფენილების პოპულარიზაცია ჩვენთანაც მოხდება, ქალაქის პირობებში ფილების გამოყენება რომ შევძლოთ.

- რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, შეგვიძლია ახალშექმნილ ლანდშაფტში წარმატებით გამოვიყენოთ და შემოქმედებითად მივუდგეთ.- ნარჩენებით მართლაც ელეგანტური ნამუშევრები გამოდის. ბაღი, საერთოდ, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ეს არის წყალი, მცენარეები, ქვაფენილი, ღობე, პატიო (შიდა ეზო - ადგილი, სადაც ოჯახი სტუმრებს მასპინძლობს), ცეცხლის ადგილი. თითოეული კომპონენტი შეიძლება შექმნილი იყოს თუნდაც იმ ნარჩენებისგან, რომელიც სახლის მშენებლობისგან მოგვრჩა.

- მაგალითად, ბლოკისგან რისი გაკეთება შეგვიძლია?

- ბლოკით ბევრი საინტერესო რამე კეთდება: ბლოკს, მოგეხსენებთ, აქვს ღრმულები (მასიურ ბლოკზეა ლაპარაკი), ჰოდა, ის ყვავილნარის მოსაწყობად საუკეთესო საშუალებაა. ბავშვის სათამაშო კუბების მსგავსად, ბლოკითაც შეგვიძლია რაიმე კონსტრუქციის აწყობა. იმ ღრმულებში შეიძლება მიწის ჩაყრა და შიგ მცენარეების ჩარგვა. მცენარეები რომ გაიზრდება, მთლიანად დაფარავს ბლოკს და არაჩვეულებრივი სანახავი იქნება. ბლოკითვე შეგვიძლია გავაკეთოთ მოსასვენებელი იქ, სადაც ცეცხლის, კოცონის დასანთები ადგილის მოწყობას გადავწყვეტთ. წრეზე ისე განვალაგოთ ბლოკი, რომ კოცონი თავისუფლად დაინთოს. ასევე შეგვიძლია ავაშენოთ საზაფხულო "სამზარეულო" - მოვაწყოთ ზედაპირი, პატარა თაროები, მერე ეს ყველაფერი მოვაპირკეთოთ და მივიღოთ გადასარევი ბარის მაგიდა. ბლოკით მშვენიერი ღუმლისა და ეზოს ბუხრის გაკეთებაც შეიძლება. მოკლედ, ეს მასალა დიდ ასპარეზს გვაძლევს.ხშირად იყენებენ ასევე მშენებლობიდან მორჩენილ ხრეშსაც. ნაცრისფერი სამშენებლო ხრეში ბაღში ზედაპირების დასაფარავად ძალიან სიმპათიურად გამოიყურება. შეიძლება იაპონურ სტილში პატარა ბაღიც გავაკეთოთ, სადაც ეს ნაცრისფერი ხრეში მშვენივრად ჩაჯდება და რაღაც სიტუაციაში წყალს შეგვიცვლის. შეგვიძლია რამდენიმე ფერის ხრეში გამოვიყენოთ, პატარა ტიხრებით და ასე რაღაც ნახატიც მივიღოთ. გაგრძელება