რა მასალისგან შევარჩიოთ მაგიდა სამზარეულოსთვის - ხე, მდფ თუ მინა - rogor.ge

რა მასალისგან შევარჩიოთ მაგიდა სამზარეულოსთვის - ხე, მდფ თუ მინა

როგორი უნდა იყოს მაგიდა? ინტერიერის ამ ელენტმა პირველ რიგში პირნათლად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, უნდა უხდებოდეს საერთო დიზაინს, იყოს გამძლე და ასევე ადვილად მოსავლელი.ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს, რა კრიტერიუმებთ უნდა შეარჩიოს მაგიდა, მით უმეტეს, რომ დღესდღეებით ბაზარზე მაგიდების ძალიან ფართო არჩევანია.მოდით, განვიხილოთ ყველაზე მოთხოვნადი და ფართოდ გავრცელებული ვარიანტები.

მასიური ხე

მასიური ხის მაგიდას აქვს უნარი შეინარჩუნოს ბუნებრივი სილამაზე. არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი ხის მაგიდა, მისი დამზადების დროს ხელოსნები არ ცდილობენ ხის ბუნებრივი ხარვეზების დაფარვას.ხის მასიური სასადილო მაგიდა ყოველთვის იქნება მიზიდულობის წერტილი სასადილო ზონის ინტერიერში. თუ საუბარი პრემიუმ ხარისხის სამზარეულოზეა, უმჯობესია ძვირფასი ხის ჯიშებს მიანიჭოთ უპირატესობა.სწორად შერჩეული და დამუშავებული ძვირფასი ხე ძალიან გამძლეა და ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, არ ფუჭდება.თუ მოხდა ისე, რომ ზედაპირი მაინც დაზიანდა გარკვეული ფაქტორების გამო, მისი აღდგენა მარტივად ხერხდება.და ბოლოს, ხე ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, ზოგიერთი ჯიშის ხე კი დამუშავების შემდეგაც კი გამოყოფს ანტისეპტიკებს და ინარჩუნებს უნარს გაწმინდოს ჰაერი.

სხვა მასალებთან შედარებით ხის მაგიდის ფასი შესაძლოა გეძვიროთ, თუმცა, ის შეესაბამება ღირებულებას და დიდხანს და ერთგულად გემსახურებათ. ხის მაგიდა შესაძლოა ინვესტიციადაც კი იქცეს, რადგან დროთა განმავლობაში ხეს ფასი არათუ აკლდება, ემატება.კარგად დამუშავებული ხე არ საჭიროებს განსაკუთრებულ და რთულ მოვლას, ნამიანი ტილოთი გაწმენდა, როგორც წესი, მისთვის საკმარისია, ერთადერთი, რაც შეგვიძლია გირჩიოთ გახლავთ ის, რომ მოარიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას. და ასევე მინუსი, რაც მას შესაძლოა ჰქონდეს, არის ის, რომ ზოგიერთ ხეს დროთა განმავლობაში ჭია უჩნდება. ეს საკითხი კარგად გაარკვიეთ.

მდფ

ამ მასალის მაგიდების უპირატესობა მათი დიზაინი გახლავთ. მწარმოებლები მას სხვადასხვა ფერში ამზადებენ და სხვადასხვა სახეს აძლევენ. ცოტა რთულ დიზაინში იყენებენ ასევე ნახატებს, ფიგურებს და კერამიკულ ფილებსაც კი. ასევე მოზაიკას. ფორმა და ზომა შესაძლოა იყოს ნებისმიერი.მიუხედავად იმისა, რომ მდფ კარგად უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას და არის საკამოდ მყარი, მისი ზედაპირი ძალიან მგრძნობიარეა ნაკაწრების მიმართ. ზედაპირზე რომც არ დაჭრათ ხოლმე რამე, ჭურჭელთან შეხების შედეგად ის მაინც დაიკაწრება.

რაც შეეხება მასალას, ის არ შეიცავს რაიმე ისეთ ნივთიერებას, რაც ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნიდა.იმისათვის, რომ მდფ-ის მაგიდა დიდხანს გემსახუროთ, საჭიროა მისი სათანადოდ მოვლა. არ შეიძლება მისი ზედაპირის ძლიერი ქიმიური საშუალებებით დამუშავება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასზე დაჭრა და ჭურჭლის უხეშად გაწევ-გამოწევაც არასასურველია. უმჯობესია გამოიყენოთ დეკორატიული სუფრა.

მინა

მინის მაგიდა ძალიან ჰარმონიულად ჩაეწერება ისეთ ინტერიერში, რომელსაც სიმსუბუქე და ჰაეროვნება სჭირდება. ამ ტიპის მაგიდების გამოყენება ძალიან კარგია შეზღუდულ სივრცეში, მით უმეტეს, რომ მინა სივრცეს ვიზუალურად ადიდებს. ყველაზე კარგად ერგება სამზარეულოს.ყიდვის დროს მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ გამოყენებულია გამოწრთობილი მინა. ასეთი მინა გატეხვის შემთხვევაში იფშვნება და არ იმსხვრევა ბასრ ნაწილებად. ეცადეთ, რომ თქვენი შერჩეული მაგიდა ტრიპლექსის ტექნოლოგიით იყოს დამზადებული, როდესაც რამდენიმე ფენა პოლიმერით არის შეკავშირებული და გატეხვის შემთხვევაში მინა ფირზე რჩება.

თუ მაგიდა ხარისხიანია და უსაფრთხოების ყველა ზომა გათვალისწინებული, ის დიდხნას გემსახურებათ.რაც შეეხება მის უვნებლობას, მინა მშვენიერი ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. არის ძალიან ადვილი მოსავლელი იმ მხრივ, რომ არ იწოვს ჭუჭყსა და ცხიმს, თუმცა ხშირ წმენდას ნამდვილად საჭიროებს.ფასი დამოკიდებულია მინის დამუშავების ხარისხზე, ბრენდზე, თავად მაგიდის შემადგენელ დამატებით კომპონენტებზე. მინის მაგიდების პოპულარობის ზრდასთან ერთად ბაზარზე ხელმისაწვდომი მოდელებიც გამოჩნდა.

წყარო: shin.ge