როგორ გავყიდოთ მანქანა სწრაფად? - rogor.ge

როგორ გავყიდოთ მანქანა სწრაფად?

მეორადი მანქანების მყიდველების უმეტესობა ეძებს მანქანას ხელმისაწვდომ ფასად, მაგრამ ამასთანავე, ის უნდა იყოს კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში. მყიდველები ამოწმებენ ტექნიკური სითხეების დონეს. ზეთის, ანტიფრიზის და სხვა სითხეების დონეს. ასევე აკვირდებიან, რამდენად კარგად არის მოვლილი ინტერიერი. ამიტომ, გამოცვალეთ/შეავსეთ სითხეები და კარგად დაალაგეთ მანქანის სალონი.

ძვირადღირებული მანქანები საერთოდ არ იყიდება ადვილად. ამიტომ, თუ ავტომობილის ძალიან მოკლე დროში გაყიდვა გინდათ, მანქანის ფასი მინიმუმ 10%-ით დაბალი ღირებულებით უნდა შესთავაზოთ.

ფასთან ერთად მნიშვნელოვანია, თუ სად გამოაქვეყნებთ განცხადებას, თქვენი მანქანის გასაყიდად. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რათა სწრაფად გახვიდეთ რაც შეიძლება მეტ პოტენციურ მყიდველზე. თქვენ გაქვთ რამდენიმე არჩევანი:

  • მიაკარით მანქანის ფანჯარაზე პატარა ბანერი წარწერით - "იყიდება!" და დაურთეთ ტელეფონის ნომერი.
  • განათავსეთ განცხადება ყიდვა-გაყიდვის და სხვადასხვა საავტომობილო საიტებზე.

არ დაგავიწყდეთ ხარისხიანი ფოტოების გადაღება. გააჩერეთ ავტომობილი სადმე, ლამაზ ადგილას და გადაუღეთ ფოტოები ყველა მხრიდან. გადაიღეთ სალონიც. ეს ფოტოები დაურთეთ განცხადებას.

წყარო: howtodothings.com