როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სავსემთვარეობაზე, რომ ახდეს - rogor.ge

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სავსემთვარეობაზე, რომ ახდეს

რიტუალი ქაღალდის ფურცლით

ამ რიტუალისთვის დაგჭირდებათ ქაღალდის ფურცელი და სანთელი. დაწერეთ თქვენი სურვილი ქაღალდზე და დაწვით შუაღამისას. სასურველია ეს გააკეთოთ აივანზე, ან ფანჯარასთან, სადაც მთვარის შუქი იქნება.

სანამ ფურცელი იწვის, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სურვილი ახდება. ფერფლი ქარს გაატანეთ, ან დამარხეთ მიწაში.

რიტუალი ჭიქით

შეავსეთ ჭიქა სუფთა წყლით - არა ონკანიდან. ამისათვის უმჯობესია გამოიყენოთ წყაროს წყალი.

ჩამოაყალიბეთ სურვილი და წარმოთქვით ის წყალთან. შემდეგ დადეთ ჭიქა ფანჯრის რაფაზე ისე, რომ მთვარე აირეკლოს წყალზე.

თუ მთვარე არ არის, ცა დაფარულია ღრუბლებით, - არა უშავს. წარმოიდგინეთ, რომ მთვარე ავსებს თქვენს წყალს თავისი შუქით.

დილით დალიეთ წყალი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სურვილი უკვე ახდა.