როგორ მოვაშოროთ ნადები საყოფაცხოვრებო ნივთებს
ჩაასხით ძმარი საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. თეთრი ძმარი (ძმარმჟავა) არის შესანიშნავი საშუალება, რომელსაც შეუძლია მოაცილოს ნებისმიერი ფენა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზედაპირის დაზიანების გარეშე. ძმარმჟავა უსაფრთხოა. ეს ნივთიერება არის საწმენდი საშუალებების შესანიშნავი ალტერნატივა, რომლის შეძენაც შესაძლებელია მაღაზიაში. ჩაიდანის ან ყავის მადუღარას გასაწმენდად დაასხით წყალი და ძმარი თანაბარი რაოდენობით. სარეცხი მანქანიდან ან ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან ნალექის მოსაშორებლად, ჩაასხით ძმარი სარეცხი საშუალების ჩასაყრელ უჯრაში. ლიმონის წვენი ძმრის შესანიშნავი ალტერნატივაა, თუ ძმარი ხელთ არ გაქვთ.
ძმარი ცოტა ხნით დატოვეთ. თუ ყავის მადუღარას ან ქვაბს ასუფთავებთ, დაასხით და დატოვეთ ძმარი ცარიელ მოწყობილობაში ერთი საათით. ხოლო, თუ საჭიროა თქვენი სარეცხი მანქანის ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდა, არ დაგჭირდებათ ძმარის დატოვება ერთი საათის განმავლობაში, როგორც ზემოთ ნახსენები იყო.
ჩართეთ ძმრით სავსე მოწყობილობა. მოხარშეთ ძმარი თქვენს ქვაბში ან ყავის მადუღარაში (დაიწყეთ რეცხვის პროცესი, თუ სარეცხ მანქანას ასუფთავებთ) ჩვეულებისამებრ. ძმარმჟავა, გაცხელებისას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მთელ ნარჩენებს მოაცილებს.
ადუღეთ წყალი მოწყობილობაში. მას შემდეგ რაც ადუღებთ ძმარს, გაიმეორეთ პროცესი მის გარეშე, მხოლოდ წყლის გამოყენებით. თუ თქვენ ასუფთავებთ ყავის მადუღარას და ქვაბს, შეავსეთ ისინი წყლით და ადუღეთ. თუ საჭიროა თქვენი სარეცხი მანქანის ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდა, დაიწყეთ რეცხვის პროცესი საპნის ან სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე. ამის წყალობით, მოწყობილობა გაიწმინდება დარჩენილი ძმრისგან.თუ თქვენ ასუფთავებთ ყავის მადუღარას ან ქვაბს, შეგიძლიათ პროცედურა რამდენჯერმე გაიმეოროთ, რათა იგივე შედეგი მიიღოთ.
წყარო: wikihow.com