როგორ გამოვიყენოთ ჩასაცმელად გამოუსადეგარი წინდები - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ ჩასაცმელად გამოუსადეგარი წინდები

ის შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვრის მოსაშორებლად:

წინდა ხელზე დაიდეთ. გამოიყენეთ ხაოიანი ზედაპირის წინდები, რადგან ისინი საუკეთესოდ აშორებენ მტვერს. თავდაპირველად წინდა ხელზე ჩამოიცვით.

1-1658731727.png

დაასველეთ წინდები. მშრალი ხაოიანი წინდების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად ამოიღოთ მტვერი დაბინძურებული ზედაპირიდან. თუმცა, თუ ასეთი წინდები არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი, წყალში დაასველეთ. წინდები დაიჭირეთ გამდინარე წყლის ქვეშ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯის საწმენდი ქაფი. 2-1658731739.png

გაწმინდეთ დაბინძურებული ზედაპირი. წინდა მზად არის გამოსაყენებლად. წინდის გამოყენებით გაწმინდეთ მტვრიანი ზედაპირი. როდესაც წინდა მტვრით დაიფარება, გამობერტყეთ შიგნიდან გარეთ, რათა დაბინძურებული ზედაპირიდან დარჩენილი მტვერი მოაცილოთ.

3-1658731758.png

გარეცხეთ წინდები. ჩადეთ წინდა სარეცხ მანქანაში და გარეცხეთ. წინდა სუფთა იქნება და შეგიძლიათ ისევ გამოიყენოთ.

4-1658731772.png

წინდა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილის გასაყუჩებლად:

გამოიყენეთ გრძელი წინდები ნასვრეტების გარეშე. აიღეთ ოთხი ჭიქა თეთრი ბრინჯი ან მსგავსი პროდუქტი, როგორიცაა სიმინდის მარცვლები ან სელის თესლი და ჩაყარეთ წინდაში. თავად განსაზღვრეთ რაოდენობა საჭიროების მიხედვით.

5-1658731784.png

წინდის თავი გამოკვანძეთ. ამის წყალობით წინდიდან არ გადმოიყრება მარცვლეული პროდუქტები.

6-1658731798.png

მოათავსეთ წინდები მიკროტალღურ ღუმელში არა უმეტეს სამი წუთისა. წინააღმდეგ შემთხვევაში წინდა შეიძლება ძალიან გაცხელდეს და დაიწვას. წინდა უნდა იყოს თბილი, მაგრამ არა ცხელი. ჩადეთ ჭიქა წყალი მიკროტალღურ ღუმელში წინდებთან ერთად, რაც შეანელებს გათბობის პროცესს.

7-1658731814.png

წინდა დაიდეთ სხეულის მტკივან უბანზე. გამოიყენეთ წინდა კბილის, ან მუცლის ტკივილის შესამსუბუქებლად. ასევე, წინდა დაიდეთ მტკივან კუნთზე.

8-1658731829.png

წყარო: wikihow.com