როგორი კრემი წავუსვათ ვაფლის ფირფიტებს - 3 საუკეთესო ვარიანტი ყველაზე გემრიელი ვაფლის ტორტის მოსამზადებლად - rogor.ge

როგორი კრემი წავუსვათ ვაფლის ფირფიტებს - 3 საუკეთესო ვარიანტი ყველაზე გემრიელი ვაფლის ტორტის მოსამზადებლად

კრემი ჰალვით

halvichnyi-tort-4-1658730680.jpg

დაგჭირდებათ:

  • 120 გ. მზესუმზირის ჰალვა
  • 200გ. კარაქი
  • 480 გ. შესქელებული რძე

მომზადება:

  1. ჰალვა წინასწარ გახეხეთ წვრილ სახეხზე.
  2. რბილი კარაქი კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით შესქელებული რძე და ისევ კარგად ათქვიფეთ.
  3. მასას დაუმატეთ ჰალვა და აურიეთ. კრემი მზად არის!

ლიმონის კრემი

3-1658730790.jpg

დაგჭირდებათ:

  • 2 ქილა შესქელებული რძე
  • 250 გრ კარაქი
  • ლიმონი
  • ლიმონჩელო გემოვნებით (სურვილისამებრ)

მომზადება:

  1. შესქელებული რძე დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქთან ერთად და აურიეთ.
  2. მასაში ჩააწურეთ ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად.
  3. ბოლო ეტაპზე, სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ "ლიმონჩელო". კრემი ნამცხვრებისთვის მზად არის.

ნაღების და კარამელის კრემი

4-1658730974.jpg

დაგჭირდებათ:

  • 1 შეკვრა კარაქი
  • 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
  • 5 ქ. ლ. "ბეილისი"
  • 100 გრ დაჭრილი ნიგოზი (სურვილისამებრ)

მომზადება:

ამ რეცეპტისთვის კარაქი ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს. კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

მიღებულ მასაში ჩაასხით შესქელებული რძე. კვლავ ათქვიფეთ და დაუმატეთ ბეილისი და თხილი.

ვაფლის ფირფიტებს მზა კრემი წაუსვით ფენებს შორის.

გემრიელი დესერტი მზადაა!