როგორ დავძლიოთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია - rogor.ge

როგორ დავძლიოთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია

თუ თავს ცუდად გრძნობთ, ამას ტრაგედიად ნუ მიიჩნევთ. ჩააგონეთ საკუთარ თავს: ყველაფერი რომ დალაგდეს, საჭიროა დრო. ყველაფერს ერთბაშად ნუ შეეჭიდებით, აკეთეთ მხოლოდ ის, რისთვისაც გეყოფათ ძალა, გადადეთ ზოგიერთი საქმე სამომავლოდ. არასასურველი პერიოდი მალე დასრულდება.

არ დაუშვათ ნათესავებისა და მეგობრების შემოსევა სამშობიარო სახლიდან დაბრუნებისას; თუ ხალხთან ურთიერთობა გღლით, ჯობს მარტო იყოთ. არ გადაიღალოთ. ეცადეთ იპოვოთ ადამიანი, რომელიც საოჯახო საქმიანობაში დაგეხმარებათ.

ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, მიმართეთ მეუღლეს, ახლობლებს, გაანდეთ თქვენი სულიერი მდგომარეობა. თუ მოგეჩვენათ, რომ ქმარმა ვერ გაგიგოთ, მაშინვე გულგრილობას ნუ დააბრალებთ - იქნებ ისიც განიცდის ბავშვის დაბადებას და მასაც დრო სჭირდება მამობასთან შესაგუებლად.

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას. განწყობას მოუწესრიგებელი იერიც აფუჭებს.

ხშირად ისეირნეთ ბავშვთან ერთად. ეს თქვენც გარგებთ და ახალშობილსაც.

იკვებეთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით.

ეცადეთ, დროდადრო საღამო მეუღლესთან ერთად გაატაროთ, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ თავი ზედმეტად არ იგრძნოს. ბავშვი შეგიძლიათ ბებიას ან ძიძას დაუტოვოთ.

კვირაში ერთხელ მოიწყვეთ უქმე. წინასწარ მოიფიქრეთ, სად და როგორ გაატაროთ იგი - სილამაზის სალონში, აუზზე, საუნაში თუ კაფეში. შეიძლება, მეგობარსაც ესტუმროთ. მთავარია, შინიდან გახვიდეთ.

გაურთულებელი მშობიარობიდან 4-6 კვირის შემდეგ სქესობრივი კავშირის განახლება ნებადართულია, თანაც ინტიმური ურთიერთობა ხშირად დეპრესიასაც შველის.

წყარო: mkurnali.ge