4 ხრიკი, როგორ მიიღო მაქსიმალური სარგებელი შვებულებისგან - rogor.ge

4 ხრიკი, როგორ მიიღო მაქსიმალური სარგებელი შვებულებისგან

გამოიყენე შვებულება და ნუ დააგროვებ დღეებს

ბევრ კომპანიაში, შვებულების გამოუყენებელი დღეებისთვის ფულადი კომპენსაციაა დაწესებული. ითვლება, რომ უმჯობესია დასვენების დღეები გამოიყენოთ. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გადაღლისგან გამოწვეული სტრესი და არ „გადაიწვებით“.რეკომენდებულია გაყოთ შვებულება 4 ნაწილად და წელიწადის ოთხივე სეზონზე გამოიყენოთ.

დააყენე ფოსტაზე ავტომოპასუხე

თუ უკვე შვებულებაში ხარ, კოლეგები მოსვენებას მაინც არ გაძლევენ, ფოსტაზე ავტომოპასუხე დააყენე. გამორთე სამუშაო ტელეფონი. აუცილებელი საქმეები კოლეგებს გადააბარე. შეეცადე წასვლამდე მოაგვარო ყველა მნიშვნელოვანი საქმე.

შეწყვიტე სამსახურზე ფიქრი

ეს ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია. დაფიქრდი, რა არის შენთვის ცხოვრებაში მთავარი. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ბუნებაც არსებობს! დატკბი შვებულების ყოველი მომენტით.

გაიხანგრძლივე სიამოვნება

ხშირად, შვებულებისგან გამოყოლილი დადებითი ემოციები მხოლოდ 2-3 დღე მიგვყვება. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ პერიოდულად გავიხსენოთ ყველაზე სასიამოვნო ეპიზოდები და თვალდახუჭულებმა გონებაში ვატრიალოთ ისინი. ასეთი მოგონებები რთულ სიტუაციებში დაგეხმარება.

წყარო: marao.ge