როგორ ვიმკურნალოთ, თუ ხშირი შარდვის პრობლემა გვაწუხებს - rogor.ge

როგორ ვიმკურნალოთ, თუ ხშირი შარდვის პრობლემა გვაწუხებს

როგორ ვუმკურნალოთ

მკურნალობა, უწინარესად, მიზეზის, ანუ პირველადი დაავადების აღმოფახვრას ითვალისწინებს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს გლუკოზის დონის მოწესრიგება ამ შემაწუხებელი სიმპტომის უკუგანვითარებას იწვევს. ასეთივე ვითარებაა საშარდე გზების ინფექციის დროს. ხშირად ეფექტურია ალკოჰოლის, კოფეინის მიღების შეზღუდვა.

როცა პაციენტი მოხუცია

ხშირ შარდვას განსაკუთრებით ხშირად უჩივიან ხანდაზმულები. მამაკაცებში ამის მიზეზია პროსტატის ჰიპერპლაზია, ქალებში - მენჯის კუნთების სისუსტე რამდენიმე მშობიარობის შემდეგ, ასევე - ესტროგენების დონის დაქვეითება მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგ. ამას ემატება წნევის დამწევი პრეპარატების მიღება, რომელთა უმრავლესობა შარდმდენებს შეიცავს.

როგორ გავართვათ თავი პრობლემებს

დროულად მივმართოთ ექიმს დაავადების სიმპტომების არსებობისას. ვაკონტროლოთ შაქრიანი დიაბეტი. არ მივიღოთ ძილის წინ სითხე. თავი ვარიდოთ კოფეინიანი სასმელების მიღებას. არ მივიღოთ შარდმდენი ძილის წინ.

იხილეთ გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები mkurnali.ge-ზე