როგორ ვიპოვოთ იდეალური "მეორე ნახევარი" - rogor.ge

როგორ ვიპოვოთ იდეალური "მეორე ნახევარი"

ვერძმა მეწყვილე აქტიურ ხალხს შორის უნდა ეძებოს – შინაყუდა და ასოციალური ტიპი თქვენი შესაფერისი არ არის. ეძებეთ გულის სწორი ლომებს, მშვილდოსნებს, მერწყულებს, ტყუპსა და მორიელებს შორის. აქტიური სპორტი, ცეკვები, ქალაქგარეთ ლაშქრობა, დისკოთეკა ეს ის ადგილები, სადაც ამ ტიპის ხალხი ეტანება.

კუროს სტაბილური, ოჯახური იდილიის მოყვარული პარტნიორი სჭირდება. ამიტომ მან მეწყვილე ქალწულების, კირჩხიბების, თხის რქების, სასწორების და თევზების რიგებში უნდა მონახოს. ასეთ ხალხს თქვენ მყუდრო ოჯახურ რესტორანში, კულინარიულ კურსებზე, საოჯახო ტექნიკის მაღაზიაში, ბანკში ან საგამოფენო დარბაზში იპოვნით.

ტყუპს აქტიური და კომუნიკაბელური მეორე ნახევარი ესაჭიროება. მომატებული ინტელექტუალური აქტივობით. მან მეწყვილე მშვილდოსნის, ვერძის, მერწყულის, ლომის ან სასწორის ნიშნით დაბადებულებში უნდა მონახოს. ასეთი ხალხის პოვნა ტელევიზიაში, პოლიტიკურ სფეროში, საგამომცემლო ინდუსტრიაში, ინტელექტუალურ კლუბებშია შესაძლებელი.

კირჩხიბს ემოციურად თბილი, მზრუნველი მეორე ნახევარი სჭირდება. მისი იდეალური წყვილი კუროს, თხის რქის, ქალწულის, თევზების და მორიელის ნიშნით დაბადებულებს შორის მოიძებნება. ასეთი ადამიანის პოვნა კირჩხიბს ფსიქოლოგიურ ტრენინგზე, საოჯახო/სანათესავო შეკრებისას (ქორწილი, ქელეხი), სოციალური პროექტების დაგეგმვისას ან სამსახურში, ახლო გარემოცვის თანამშრომელებს შორის შეუძლია.

ლომს ეფექტური, საზოგადოებაში კარგი იმიჯის მქონე, გულუხვი და ღირსეული მეწყვილე სჭირდება. ისეთი, რომელსაც თავის დაჭერა და მანერები არსად შეეშლება. ასეთი შეიძლება იყოს თხის რქა, მშვილდოსანი, ტყუპი, მერწყული, სასწორი. მსგავსი ადამიანის გაცნობას ლომი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, მნიშვნელოვან კორპორატიულ ივენთზე ან რაიმე ტიპის გასართობ ღონისძიებაზე შეძლებს.

ქალწულს მოწესრიგებული, გაწონასწორებული და წინდახედული მეორე ნახევარი ესაჭიროება. მან მეწყვილე კუროს, თხის რქის, სასწორის, მორიელის ნიშნებში უნდა მონახოს. ასეთი ადამიანის გაცნობა ქალწულს სამსახურში, სამედიცინო დაწესებულებაში ან საფინანსო ორგანიზაციებში, ოფიციალურ შეხვედრებზე შეუძლია.

სასწორი ჰარმონიისკენ ისწრაფვის მუდამ. მას ბუნებით ესთეტი, რბილი და ლოიალური პარტნიორი ესაჭიროება. მისთვის კარგი მეწყვილე იქნება კურო, ლომი, ტყუპი, მერწყული. ნაცნობობა შეიძლება შედგეს რაიმე ტიპის სახელოვნებო ღონისძიებაზე, შემოქმედებით პროექტზე მუშაობისას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე ან უბრალოდ, განტვირთვის პერიოდში სადმე ღამის კლუბში, კონცერტზე ან ივენთზე.

მორიელი

მორიელი მგრძნობიარე ნატურაა. გადაჭარბება სჩვევია, მათ შორის, სიყვარულშიც. მორიელი მთელი არსებით ისწრაფვის სიყვარულისკენ. მისთვის მიუღებელია მარცხი — იცის საკუთარი მომაჯადოებლობის ფასი.

მას სჭირდება ადამიანი, რომელიც გამოიწვევს, დაათრობს თავისი ვნებითა და ინტენსიურობით.

მისი იდეალური მეწყვილეა წარმოსახვის მქონე ადამიანი, რომელიც ღრმად ფიქრობს და გრძნობს, მაგრამ თავის კარტს მალევე არ ხსნის. მორიელს საიდუმლო და ინტრიგა უყვარს. პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, ქალწული, თხის რქა და კირჩხიბი.

მშვილდოსანი

მას სჭირდება თავისუფალი სულის ადამიანი, რომელიც არ დაიჟინებს მის შეცვლას.

მშვილდოსანი აფასებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არ სჭირდება, როცა ვინმე ებღაუჭება.

მისი იდეალური პარტნიორია ადამიანი, რომელიც ცხოვრებას იუმორით უყურებს.

პოტენციური მეორე ნახევარია: ლომი, მერწყული, ვერძი და სასწორი.

თხის რქა

თხის რქა ღვინოსავითაა — ასაკის მატებასთან ერთად უკეთესი ხდება, რადგან შინაგანი შებოჭილობა ეხსნება.

თხის რქას არ ეშინია, იყოს დაკვირვებული და ფრთხილი, როცა საქმე სიყვარულს ეხება.

მისი ცხოვრების მეგზური უნდა იყოს ინტელექტუალი და თხის რქასთან გააზრებული და ღრმა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა იყოს საიმედო და ერთგული…

თხის რქა სჭირდება ის, ვისი იმედიც ექნება.

პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, კურო, ქალწული და მორიელი.

მერწყული

მერწყულებს უყვართ უჩვეულოზე ოცნება. სიყვარულის ობიექტს ისინი აიდეალებენ. თუმცა მერე განიხიბლებიან ხოლმე და ყველაფერი მეგობრობაში გადაჰყავთ.

მერწყულს სჭირდება მოსიყვარულე, შავი იუმორისა და კულინარიული ნიჭის მქონე ადამიანი. თუ მერწყულს გააცინებთ, თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს .

მერწყულის პოტენციური მეორე ნახევარია: სასწორი, ვერძი, ტყუპი და მშვილდოსანი.

თევზები

თევზების გული ამოუცნობია და მიუწვდომელი, როგორც ზღვა. სიყვარული შეუმჩნევლად ეუფლებათ და ასევე შეუმჩნევლად უძლიერდებათ გრძნობა. თავადაც იშვიათად იციან, სად დაიწყო ის და სად დასრულდა.

მას სჭირდება თავდაჯერებული, შემოქმედებითი ადამიანი.

მისი იდეალური პარტნიორია თავდაჯერებული, ცოტა ველური და შემოქმედებითი ადამიანი.

პოტენციური მეორე ნახევარია: კირჩხიბი, თევზები, მორიელი