რატომ და როგორ დავაჩქაროთ მენსტრუალური ციკლის დაწყება - rogor.ge

რატომ და როგორ დავაჩქაროთ მენსტრუალური ციკლის დაწყება

ვიდრე თვიურს დააჩქარებდეთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ასევე, ექიმმა უნდა შეარჩიოს ასეთი შემთხვევისათვის თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეპტივი.

ხალხურ საშუალებებს რაც შეეხება, ციკლის მეორე ფაზაში წითელი ღვინო და ცხელი აბაზანაც დაგეხმარებათ. ასევე ეფექტურია ფეხების აბაზანა მდოგვით. თუმცა ძალიან ცხელმა აბაზანამ შეიძლება ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს.

რაც შეეხება მცენარეულ ნაყენებს: ოხრახუშის კონას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2-3 საათი. გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნახარში დილას და საღამოს 2-3 დღის განმავლობაში.

ასევე ეფექტურია კულმუხოს ფესვის ნაყენი. 1 სუფრის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი, გადმოდგით, შეფუთეთ და გააჩერეთ 30-40 წუთი. მიიღეთ ნაყენი 50 მლ ოდენობით 2-ჯერ დღეში.

ლურჯი ღიღილო ასევე აჩქარებს მენსტრუაციას. 2 ჩაის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

ხალხური მედიცინის საშუალებების გამოყენებისას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე მცენარეზე.

მენსტრუალური ციკლის დარღვევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი, რადგანაც ქალის ჯანმრთელობა ძალიან სუსტია და მისი აღდგენა ძალიან რთული ამოცანაა.

წყარო: mkurnali.ge