როგორ გავაგანიეროთ ვიწრო ფეხსაცმელი - rogor.ge

როგორ გავაგანიეროთ ვიწრო ფეხსაცმელი

ფეხსაცმლის შიდა მხარე სპირტში დასველებული ბამბით გაწმინდეთ. ჩაიცვით ფეხსაცმელი 2 საათით. ასეთი პროცედურა გააგანიერებს უხეშ ფეხსაცმელსაც კი.

ფენისა და თბილი წინდების დახმარებით მოუხერხებელ ფეხსაცმელს მალევე მოარჯულებთ.

ტყავის ან დერმატინის ფეხსაცმელი, რომელიც დიდი ხანი არ გეცვათ, შიგნიდან აბუსალათინის ზეთით დაამუშავეთ და ჩაიცვით ფეხსაცმელი 2 საათით.

ფეხსაცმლის შიდა მხარე პარაფინით (ჩვეულებრივი სანთელი) დაამუშავეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. ეს მეთოდი ბებერებს სამუდამოდ დაგავიწყებთ.

ფეხსაცმელი სველი გაზეთით გამოტენეთ და ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ, სანამ არ გაშრება.

წყარო: marao.ge