4 ხრიკი, თუ როგორ გავამყაროთ პარტნიორთან კავშირი - rogor.ge

4 ხრიკი, თუ როგორ გავამყაროთ პარტნიორთან კავშირი

გააკეთე ის, რასაც შენი პარტნიორი აკეთებს

მაგალითად, მანქანის ავზს თვითონ ავსებს, შენ კი არც კი იცი, რომელ მხარეს არის ავზი. შემდეგ ჯერზე საკუთარ თავზე აიღე ავზის შევსების პროცესი და გააოცე, რომ შენც იცი მთელი ეს პროცედურა; ან თუნდაც ხორცის შეწვა ყოველთვის მას ევალება, დაანახე, რომ სამზ არეულოში შენც არანაკლებ შეგიძლია ტრიალი.

ითამაშეთ რამე

კომპიუტერს არ ვგულისხმობთ! გადადეთ გაჯეტები, ამოიღეთ მაგიდის თამაში ან ესტუმრეთ მეგობრებს პრეფერანსზე. თუკი შვილები გყავთ, შეარჩიეთ რაიმე საოჯახო თამაში. კარგია აგრეთვე ერთად ქვესტის თამაშების გავლა.

გაიხსენეთ სასიამოვნო შემთხვევა

ბევრი წყვილი ურთიერთობის დასაწყისში სახალისო თამაშს იგონებს, შემდეგ კი ავიწყდებათ. მაგალითად, ერთად ამზადებენ კერძს ან თვეში ერთხელ დაგეგმილად თეატრს სტუმრობენ. სახლის სახურავზე ასვლა და ღვინის დალევაც საკმაოდ კარგი იდეაა.

დაინტერესდი მისი ჰობით

წლებია სპორტის სხვადასხვა სახეობით ინტერესდება, შენ კი ვერ დაიმახსოვრე წესები? გამოიწერე სპორტული კომენტატორი სოციალურ ქსელში და თვალი ადევნე სიახლეებს, ერთად დაესწარით თამაშებს; აუცილებლად შეაქე, როცა კარგ რაღაცებს აკეთებს. მამაკაცებს განსაკუთრებულად სიამოვნებთ კომპლიმენტები საყვარელი ქალისგან.

წყარო: marao.ge