როგორ მოვამზადოთ ბატკნის ხორცი კომშით
ბატკნის ხორცი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ღვინო და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე.
ცალკე ტაფაში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, პრასი და მოხრაკეთ ზეთში და კარაქში. დაამატეთ კანგაცლილი კომშის თხელი ნაჭრები. ხახვი, პრასი და კომში დაუმატეთ ბატკნის ხორცს და ამზადეთ ხორცის დარბილებამდე.