როგორ მოვამზადოთ მოხრაკული ცხვრის ხორცი ნიგვზით
ცხვრის ხორცი ნაჭრებად დაჭერით, გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და მოშუშეთ. შუშვის დროს ხორცი გამოყოფს წვენს, რომელიც ცალკე ჭურჭელში ჩაასხით, მოშუშულ ხორცს 1-2 სუფრის კოვზი ძმარი დაამატეთ.
დანაყული ან გახეხილი ნიორი, დაჭრილი ქინძი, წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი ცალკე ჭურჭელში ჩასხმულ ხორცის წვენს აურიეთ.