როგორ გავისწოროთ თმა უთოს გარეშე - rogor.ge

როგორ გავისწოროთ თმა უთოს გარეშე

საბედნიეროდ, არსებობს თმის გასწორების რამდენიმე გზა, რომელიც არ აზიანებს თმას და შეუძლია მისი გაძლიერებაც კი. დაიწყეთ შამპუნისა და თმის პროდუქტების ტიპის შეცვლით. კვირაში ერთხელ ან ორჯერ გამოიყენეთ გასასწორებელი ნიღაბი, რათა დატენიანდეს.

გამოიყენეთ გასასწორებელი შამპუნი და კონდიციონერი. გამოიყენეთ შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც განკუთვნილია თმის გასასწორებლად. ეს პროდუქტები შექმნილია იმისთვის, რომ ძლიერად დატენიანდეს თმა. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ისეთი შამპუნების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ უხეშ ქიმიკატებს, როგორიცაა სულფატები და პარაბენები, რადგან მათ შეუძლიათ თმის დაზიანება.

1-1657543790.png

გამოიყენეთ შთანმთქმელი პირსახოცი. მაქსიმალურად კარგად გაიშრეთ თმა პირსახოცით. ძველი პირსახოცის გამოყენების ნაცვლად, გამოიყენეთ მიკროფიბერის პირსახოცი. ეს პირსახოცები შექმნილია იმისთვის, რომ შთანთქას ტენიანობა და შეინარჩუნოს სისუფთავე.

2-1657543808.png

დახვეწეთ პირსახოცით გაშრობის ტექნიკა. მნიშვნელოვანია ნაზად გაიშროთ პირსახოცით, რადგან თმა ზედმეტად უხეშად შეზელვამ შეიძლება გააუხეშოს. ჯერ გააშრეთ პირსასხოცით თმის ბოლოებში, რათა შეიწოვოს ტენიანობა და ნელა აწიეთ ზედა ნაწილში.

3-1657543821.png

გააშრეთ გრილი ჰაერითა და სავარცხლით. თმის გაშრობა ცხელი ჰაერით არა მხოლოდ აზიანებს თქვენს თმას, ის ასევე ხელს უწყობს დახვევას. თბილი ჰაერით გაშრობის ნაცვლად, გააშრეთ პირსახოცით და შემდეგ გააშრეთ ცივი ჰაერით, გაშრობისას გამოიყენეთ სავარცხელიც. ცივი ჰაერით გაშრობას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ცხელით, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს თუ გეჩქარებათ და არ გაქვთ საკმარისი დრო.

4-1657543832.png

დაივარცხნეთ სველი თმა, სანამ არ გაშრება. თუ არ გსურთ ფენის გამოყენება, ნაზად გაიმშრალეთ თმა პირსახოცით და გააგრძელეთ დავარცხნა, სანამ არ გაშრება. დავარცხნა ხელს უწყობს თმის განცალკევებასა და დასწორებას, არ აძლევს დახვევის საშუალებას. თუ არ გსურთ გამუდმებით დავარცხნა, შეგიძლიათ დაივარცხნოთ თმა ნაჩქარევად, 5 წუთიანი შესვენებებით.

5-1657543842.png

გამოიყენეთ გასასწორებელი პროდუქტი თმაზე. მას შემდეგ, რაც თმა თითქმის გაშრება, გამოიყენეთ დასასწორებელი თმის კრემი ან მუსი, რათა თავიდან აიცილოთ თმის დახვევა. შეეცადეთ იპოვოთ პროდუქტი, რომელიც შეიცავს ბუნებრივ დასასწორებელ საშუალებებს, როგორიცაა ქოქოსის ზეთი ან ჟოჟობას ზეთი.

6-1657543851.png

წყარო: wikihow.com