როგორ დავგეგმოთ ოჯახური დასვენება - rogor.ge

როგორ დავგეგმოთ ოჯახური დასვენება

ის არა მხოლოდ უზრუნველყოფს სამუშაოდან საჭირო შესვენებას, ასევე ეხმარება ოჯახის წევრების დაახლოებას. შვებულება საშუალებას მოგცემთ მეტი თავისუფალი დრო გაატაროთ შვილებთან და მათ სამყაროს ნახვის საშუალება მისცეთ.

ჩამოწერეთ თქვენი საერთო ინტერესები. რა საქმიანობას ანიჭებენ უპირატესობას თქვენი ოჯახის წევრები? ალბათ გსიამოვნებთ ლაშქრობა, ცურვა ან ახალი ადგილების ერთად მონახულება? ჩამოწერეთ ეს ყველაფერი ფურცელზე, ეს დაგეხმარებათ შეამციროთ თქვენი პოტენციური დასასვენებელი ადგილების სია. მაგალითად, ასეთ ადგილებს შორისაა სანაპირო. ეს ადგილი იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. ბავშვები ნაპირზე ქვიშაში ითამაშებენ, თქვენ კი მზეზე ყოფნით დატკბებით, წაიკითხავთ საყვარელ წიგნს. თუ ზღვაზე წასვლას ვერ ახერხებთ, მაშინ ტბა შესანიშნავი ადგილი იქნება. ასევე, თუ თქვენს ოჯახს უყვარს ლაშქრობა და ბუნების დათვალიერება, მთაში დასვენება შესანიშნავი შესაძლებლობაა დროის გასატარებლად და ერთმანეთთან დაახლოებისთვის. თუ გსურთ ეწვიოთ მუზეუმებს, ნახოთ ისტორიული არქიტექტურა ან აღმოაჩინოთ ახალი რესტორნები, მაშინ შეგიძლიათ ქალაქი აირჩიოთ. კრუიზი კიდევ ერთი იდეალური ვარიანტია ოჯახებისთვის, რადგან ბევრი კრუიზი გთავაზობთ შოუებსა და ჯგუფურ აქტივობებს ბავშვებისთვის.

1-1657537264.png

განსაზღვრეთ ბიუჯეტი, რომელიც გსურთ გამოყოთ თქვენი შვებულებისთვის. ხშირად დარჩენის ადგილს განსაზღვრავს ბიუჯეტი. შვებულების ბიუჯეტის გაანგარიშებისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ტრანსპორტირების ხარჯები (თვითმფრინავის, მატარებლის ან ბენზინის ფული). არ დაგავიწყდეთ თქვენი ოჯახის თითოეული წევრის საფასურის გამოთვლა. თუ ჩასვლისთანავე გეგმავთ მანქანის დაქირავებას ან ტაქსით მგზავრობას, მაშინ ესეც უნდა გაითვალისწინოთ. გამოთვალეთ რა თანხის დახარჯვა შეიძლება რესტორანში საკვებზე. თუმცა თუ ბინაში გექნებათ სამზარეულო, შეგიძლიათ დაზოგოთ გარკვეული თანხა საკვებზე. თუ გეგმავთ გასართობ პარკების, შოუების, კონცერტებისა და მუზეუმების მონახულებას, ბილეთის საფასური თითეულ წევრზე უნდა გათვალოთ.

აირჩიეთ დრო დასვენებისთვის. ზაფხული ყველაზე პოპულარული დროა ოჯახური არდადეგებისთვის, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი. საგაზაფხულო და ზამთრის არდადეგები ასევე შესანიშნავია ოჯახებისთვის.როგორც წესი, ყველაზე დაბალი ფასები ნოემბერ-დეკემბერშია (შობამდე). აირჩიეთ „არასეზონური“ პერიოდი, თუ გადაწყვეტთ დასასვენებლად წასვლას რომელიმე პოპულარულ ადგილას. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ საუკეთესო შეთავაზებები ევროპაში მოგზაურობისთვის შემოდგომაზე, რადგან ეს პერიოდი არ არის წლის საუკეთესო დრო ამ ადგილების მოსანახულებლად. წინასწარ დაგეგმეთ, თუ სასწავლო წლის შუა პერიოდში შვებულებაში მიდიხართ. ესაუბრეთ თქვენი შვილის მასწავლებლებს, განიხილეთ ყველა ნიუანსი და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბავშვი არ ჩამორჩეს პროგრამას.არავითარ შემთხვევაში არ დაგეგმოთ შვებულება შვილთან ერთად იმ დროს, როცა მას გამოცდები აქვს. ვადების გადადება შეიძლება რთული იყოს.

3-1657537279.png

შეადგინეთ განრიგი. ჩამოსვლის შემდეგ ეცადეთ არ გადატვირთოთ დღე გეგმებით. შეეცადეთ დაგეგმოთ ერთი ან ორი ძირითადი აქტივობა ან ექსკურსია დღეში (როგორიცაა ზოოპარკში ან აკვარიუმში წასვლა). აქტივობების რაოდენობა მთლიანად იქნება დამოკიდებული თქვენი შვილის ასაკზე და გამძლეობაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი აქტივობის შემდეგ ბავშვს დასვენება სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ზაფხულში დღის ყველაზე ცხელი საათებია 10:00-დან 14:00 საათამდე. ამიტომ, ეს პერიოდი არ არის საუკეთესო დრო გარეთ ყოფნისთვის. თუ ისინი იქნებიან გაღიზიანებულები, ნუ აიძულებთ რაიმე გააკეთონ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წინასწარ დაგეგმეთ.

4-1657537289.png

წყარო: wikihow.com