რა უნდა გავაკეთოთ ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში - rogor.ge

რა უნდა გავაკეთოთ ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში

დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა იწყება ალერგენთან კონტაქტის შემდეგ პრაქტიკულად რამდენიმე წამში.

ანაფილაქსიური შოკის ყველაზე ტიპურ შემთხვევებს ახლავს შემდეგი სიმპტომები:

კანის საფარველის შეწითლება, რომელსაც მკვეთრი სიფერმკრთალე ენაცვლება;პულსისა და სუნთქვის გახშირება;სუნთქვის დარღვევა;ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის გალურჯება;ქავილით გამორჩეული წვრილი გამონაყარის განვითარება კანზე;სახისა და კისრის ქვედა ნაწილის შეშუპება;შიშისა და მოუსვენრობის შეგრძნება;ცნობიერების დაბინდვა;გულისწასვლა;წებოვანი ცივი ოფლი.

შემდგომ მაჯისცემა ნელდება, სუნთქვა სუსტდება, ორგანიზმის რეაქციები ფერხდება, შესაძლებელია უნებლიე დეფეკაცია, შარდის გამოყოფა, გონების სრული დაკარგვა. საშიშ შემთხვევებში ანაფილაქსიურ შოკს უერთდება ლორწოვანების შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ხორხისა და ენის შესივება, რაც აძნელებს სუნთქვას და ჟანგბადის მიწოდებას.

ანაფილაქსიური შოკის დროს ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მხოლოდ კლინიკაშია შესაძლებელი, თუმცა პაციენტის გადაყვანამდე საჭიროა მისი სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლა. ამისათვის, უპირველესად, დაზარალებულს შეძლებისდაგვარად უნდა ჩამოაშოროთ ალერგენი (თუ ეს ფუტკრის ნესტარი ან სხვა ხილული პროვოკატორია), შემდეგ დააწვინოთ ჰირიზონტალურ მდგომარეობაში, შეუმოწმოთ ზემო სასუნთქი გზების გამავლობა, უზრუნველყოთ მისთვის სუფთა ჰაერის მიწოდება, ჩაათბუნოთ (ამისათვის საჭიროა სათბურას ან თბილი პლედების გამოყენება), ასევე დაალევინოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი.

ნახეთ: მწვავე ალერგიული რეაქციები