როგორ მოიქცეთ, თუ უფროსი გიყვირით და გამცირებთ სამსახურში - ფსიქოლოგის რჩევები
შეინარჩუნეთ საკუთარი ღირსება. ნუ ჭორაობთ, არ მოუყვეთ უფროსს თქვენი კოლეგების შესახებ, ნუ ჩაერთვებით საეჭვო ისტორიებში - ერთი სიტყვით, იზრუნეთ თქვენს რეპუტაციაზე, რათა შემდეგი სკანდალის დროს არ ჩავარდეთ უხერხულ მდგომარეობაში.
დააკვირდით თქვენს ქცევას. უფროსის საყვედური ყოველთვის არ იქნება უსაფუძვლო. თუ რეგულარულად იგვიანებთ, არ იცავთ დრესკოდს, არ ასრულებთ დროულად სამუშაოს, მაშინ დროა გადახედოთ თქვენს ჩვევებს და გამოასწოროთ შეცდომები.
გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლებები. აუცილებლობის შემთხვევაში აგრესიულ დირექტორს უნდა შეახსენოთ, რომ მას ადვილად უჩივლებთ, მხოლოდ მტკიცებულებების წარდგენა გჭირდებათ. შესაძლოა, ამან ოდნავ დაამშვიდოს კიდევაც კანონმორჩილი უფროსი. რა თქმა უნდა, ეს რეალურია, მაგრამ სარჩელის შეტანა იოლი პროცესი არ არის.
სცადეთ დირექტორთან მარტო საუბარი. მან შეიძლება იგრძნოს პირადი ზიზღი თქვენს მიმართ და თუ ეს ასეა, ღირს ჭეშმარიტი მიზეზის გარკვევა. აუცილებლად ესაუბრეთ პირისპირ - უფროსი არ დაიმდაბლებს თავს კოლეგების წინაშე, ვერ გაექცევა მნიშვნელოვან საუბარს და იძულებული იქნება თქვენს პრობლემაზე გაამახვილოს ყურადღება. სთხოვეთ აგიხსნათ, რატომ გექცევათ ასე.
პატივი ეცი საკუთარ თავს. კონფლიქტის დროს მკვეთრი კუთხეების გასწორების მცდელობისას, თქვენ რისკავთ დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნას. თქვენ უნდა იცოდეთ სად მთავრდება თქვენი პროფესიული მოვალეობები და იწყება უფროსის ახირება.