რა უნდა გააკეთოთ, თუ სამსახურში "გწამლავენ"
აუცილებლად დაიცავით ძირითადი წესები: იყავით თავაზიანი, თავშეკავებული, მეგობრული, პატივი ეცით ორგანიზაციის ღირებულებებსა და ტრადიციებს. ნუ უგულებელყოფთ თქვენს მოვალეობებს. თუ კონფლიქტმა პიკს მიაღწია და არ გსურთ დაკარგოთ კარგი სამსახური მაღალი ხელფასით და კარიერის პერსპექტივით, ეცადეთ თავი დაიცვათ ამ გზებით:
გაანალიზეთ სიტუაცია
შესაძლოა, თქვენი კოლეგების და უფროსის კომენტარები არ არის უსაფუძვლო. იქნებ, თქვენ უგულებელყოფთ კორპორატიულ ტრადიციებს და კომპანიის წესებს, იქცევით პროვოკაციულად, უპასუხისმგებლო ხართ თქვენი მოვალეობების მიმართ. გააცნობიერეთ, რას აკეთებთ არასწორად და დაიწყეთ ამის გაკეთება სწორად.
ახსენით საკუთარი ქმედებები
ესაუბრეთ უფროსს, თანამშრომლებს, გაარკვიეთ, რა არ მოეწონათ მას და შეეცადეთ მოაგვაროთ კონფლიქტი.
მოითხოვეთ დაცვა
თუ საუბარი არ დაგეხმარებათ, აცნობეთ სიტუაციის შესახებ ეიჩარს, ან უფროსს. სწორედ სათავეში მყოფნი თამაშობენ ყველაზე მნიშვნელოვან როლს. ნუ გადადებთ, ნუ დაელოდებით მოვლენების გაუმჯობესებას. აჯობებს ამ ყველაფრის შეჩერება ადრეულ ეტაპებზე.
იყავით გაწონასწორებული
რთულია, მაგრამ შეეცადეთ უგულებელყოთ ბულერის თავდასხმები. იყავით მშვიდი, კეთილგანწყობილი, პუნქტუალური, მოერიდეთ ღია დაპირისპირებას. ფოკუსირება გააკეთეთ თქვენი პროფესიული მოვალეობების შესრულებაზე. შეაფასეთ მოვლენები, გაქვთ თუ არა ძალა, რომ უარი თქვათ ემოციურ ტერორზე.
შეცვალეთ სამსახური
თუ გაქვთ შესაძლებლობა, გააკეთეთ ეს მაშინვე, როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენი მისამართით კომენტარები და ბულინგი რეგულარული გახდა. სამსახურიდან გათავისუფლება არ არის გაქცევა, არამედ ჯანმრთელობისა და ნერვების მოწესრიგების გონივრული გზაა.
როგორ მოიქცეთ, თუ უფროსი გიყვირით და გამცირებთ სამსახურში - ფსიქოლოგის რჩევები